| ავტორი: ეჰ... ჟანრი: პროზა 9 მაისი, 2020 |
პირისპირ ვისხედით - რამე მითხარი - რა გითხრა ? გავუღიმე - რამე... თქვა და ჩაი შეხვრიპა. - ხო იცი.. - რა ? - რომ ვერ ვიტან... - რას ? - რას და ჩაის რომ ეგრე სვამ, ბულიონი ხომ არ არის ? - აჰა ესეიგი ვერ იტან არა ? - ხო... - მეც ვერ ვიტან სხვას რომ უყურებ. - ვის შევხედე ? - აი იმ გოგოს ძაღლით რომ მოდიოდა - ძაღლს შევხედე სულელო - ძააღლს ? - ხო ძაღლს. - მერე ? - რა მერე ? - მოგეწონა ? - ვინ, ძაღლი ? - ხო, ძაღლი, - არა, არ მომწონს ჩიხუახუა ძაღლები. - რატომ ? - ძალიან პატარები არიან და ვღიზიანდები. - რა გაღიზიანებს ? - ჩვენზე კარგად რომ აცვიათ. აქ ორივე გავჩუმდით. უცებ ადგა და ფანჯარასთან მივიდა. - ნახე რა საყვარელია - ვინაა? - ლადოა, ისევ ყვავილები უყიდია. გადავხედე და აჰა, დგას. თვით სიამაყე, ფანჯრის ქვეშ იასამნებით, სიგარეტს ეწევა. - ამ ლენკამაც არ დაადგა საშველი, ან ხო უთხრას, ან არა. - რა გინდა ბიჭო, ეგრევე ხოს ხომ არ ეტყვის. ისე კარგი ბიჭია. - არის რა.. - ისე, იცი რა ვერ გავიგე ? - რა ? - ეს პომპონიანი ქუდი რაღაა ? სიცილი აუტყდა - რა გინდა საყვარელია, თან უხდება ფანჯარს მოვშორდი და მაგიდიდან სიგარეტი ავიღე. - აი ლენკაც.. ჯანდაბა, გოგი - ვინ გოგი? - ლენკას მამა ისევ ფანჯარასთან მივედი - აბა სად ? - აი მოდის, მანდარინებით - ფუ შენი... - რა იყო ? - კაი ბიჭი იყო. - ვინ ? - ლადო. - მიდი დაეხმარე - ვის დავეხმარო გოგო ? - აი ლენკას ეჩხუბება - მერე მე რა ვქნა ლადომ იკითხოს. - აუ გთხოვ ჩადი რა... - ვახ ჩემი.. - ჩახვალ ? - ჩავალ ხო... კიბეზე ჩავირბინე და სადარბაზოდან გავედი. - გაუმარჯოს გოგი ძია - გამარჯობა. - ლენკა როგორ ხარ ? გადავკოცნე - რავი არამიშავს - ლენკა ნინიმ მთხოვა ერთი წამით ამოვიდესო. - კარგი ავირბენ უცებ. - კარგი დართო ნება გოგიმ, ლადო ჩუმად იდგა თავის იასამნებით. - გოგი ძია ვიღუპებით ? - რა ხდება ? - ერთი კარგი კაცი კვდება და ვერ ვშველი - ვინ კაცო ? - ლადო, გოგი - ლადო ? - აი ეს ლადო... ლადოზე ვანიშნე - გოგი ლადოს მიაშტერდა ლადომ არ იცოდა რა ეთქვა - გამოგიტყდებით... ასე დაიწყო იმის მოყოლა, თუ გუშინდელ ღამეს, მთვარე რომ ცზე ამოსულიყო, როგორ დაკრიფა გვირილები. მერე როგორ მოვიდა ჩვენს ქუჩაზე და როგორ შეძვრა მისი ფანჯრიდან, რათა ეს უბრალო ყვავილები მძინარე ლენკასთვის ბალიშზე დაედო. ისე უბრალოდ და საინტერესოდ ყვებოდა, გოგიც კი გაოცებული უსმენდა. სულ ეს იყო... მას მერე ორი დღე გავიდა. მესამე დღეს, დილით რომ ავდექი ნინი ფანჯარასთან იდგა და ჩაის ურევდა. - მოდი ნახე რომ გადავიხედე ეზოს მაგიდასთან გოგი და ლადო ისხდნენ, არყის ბოთლი ედგათ, სვამდნენ. ლადოს გვერდით ლენკა ეჯდა. გამეცინა - რა გაცინებს ? - როგორი იასამნისფერია - რა ? - ლადოს მარცხენა თვალი. - ეჰ.. თქვა და ჩამეხუტა. ასე ვიდექით ერთ პატარა ფანჯარასთან, მზე ნაზად ანათებდა და ქუჩაც თითქოს არყითა და სიყვარულით თბებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნიჭიერი ხარ და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი წარმატებები.... ნიჭიერი ხარ და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი წარმატებები....
8. მოკლემეტრაჟიანი ფილმია! +5 მოკლემეტრაჟიანი ფილმია! +5
7. ტელენოველას სცენარივით არის, ძველებურივით და ეს მომეწონა. რაღაც სისუფთავე და უშუალობაა. რაიმე განსაკუთრებული ლიტერატურული შედევრი შესაძლოა არაა, მაგრამ ზოგჯერ, შედევრებზე კარგი რამეებიც იწერება. ადამიანური, მარტივი, ჩვეულებრივი. ტელენოველას სცენარივით არის, ძველებურივით და ეს მომეწონა. რაღაც სისუფთავე და უშუალობაა. რაიმე განსაკუთრებული ლიტერატურული შედევრი შესაძლოა არაა, მაგრამ ზოგჯერ, შედევრებზე კარგი რამეებიც იწერება. ადამიანური, მარტივი, ჩვეულებრივი.
6. დიალოგებით მოთხრობის აწყობა , არაა მარტივი საქმე.
თქვენ გამოგივიდათ :)
დიალოგებით მოთხრობის აწყობა , არაა მარტივი საქმე.
თქვენ გამოგივიდათ :)
5. მარტო იასამნისფერი თვალი მომეწონა მარტო იასამნისფერი თვალი მომეწონა
2. მართლა რა კარგია. ძალიან მომეწონა+5 მართლა რა კარგია. ძალიან მომეწონა+5
1. 5 ჩემგან
ძალიან თბილი მოთხრობაა და კარგიცაა 5 ჩემგან
ძალიან თბილი მოთხრობაა და კარგიცაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|