ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2020


კიდე კაი რომ

კიდე კაი რომ
ჩემი გქვია მესხო მელექსე
შენ ცის სიმაღლედ აწოწილო, რაღაცნაირო.
კიდე კაი რომ
მირბენია მეც ამ ველებზე
კიდე კაი რომ..

კიდე კაი რომ
ფშაველაზე მაყრის ეკალი
რომ იმით ვსუნთქავ, იმით ვწერ და იმით ვშაირობ.
კიდე კაი რომ არ გამოყვა გაბრო მზექალი
კიდე კაი რომ..

კიდე კაი რომ შური მქონდა ჭკუამქონეთა
(თუ ბედისწერამ დაგიმიზნა რაღას აგაცელს)
კიდე კაი რომ, უფრო დიდი გახდა "თონეთი"
რაც ლექსებთან დავაძმმაკაცე.

კიდე კაი რომ, ჩემი შუბი მტრის მკერდს ეკვეთა.
და მელან-მელან დავიცალე, ახლა ვაი რომ.
კიდე კაი რომ, გულზე ქრისტეს ჯვარი მეკეთა
კიდე კაი რომ.

კიდე კაი რომ
ვერ გავცვალე,რომში,ნიცაში.
რომ არ მეძახდა მამლუქივით
ცხელი კაირო..
კიდე კაი რო,
საქართველო დამფლავს მიწაში.
კიდე კაი რომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები