ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2020


სარკეების უდაბნო

ფიქრია აბსტრაქცია, სარკეების უდაბნო,
მოძალადე წურბელა მინდა მხატვრად ვაქციო.
გიჟი ვარ და ვუბერავ, მაგრამ ჩემზე ნუ დარდობ
შებმული ვარ პონებით სულის ბნელ ატრაქციონს.

მყრალია და მკურნალი დაო, ყველა კრაზანა,
ვხედავ ცირკულაციას იატაკზე ტუბერის,
სარკეების უდაბნო იღებს ცხელ აბაზანს,
ეფემერას ინახავს სევდიანი ღრუბელი

და აკეთებს სიკვდილი კვლავ ერთი და იმავეს,
მე მეხუთე მალა ვარ მოტეხილი კისრისა.
გატეხელი სურათის დაგანახებ სიმრავლეს
წამწამებზე ცრემლს როცა კოღოსავით ვისრისავ.

ფიქრია აბსტრაქცია, სარკეების უდაბნო,
მოწითალო ნაბადში თმას სიკვდილი ჩაიშლის.
სანამ ნალექს დავბანდე ზეცას, ჩემზე ნუ დარდობ
ერთი კოვზი სიმშვიდე ჩამიყრე ჩაიში.

სამყაროში ომია, ფუტკრისა და კრაზანის,
ჩემი თაფლი გავზომე ძველი სუფრის კოვზებით.
დაო, ჩემს წასაყვანად ანგელოზებს აგზავნის
გაპარული სისხლიდან ნარკომანის დოზები.

ფიქრია აბსტრაქცია, სარკეების უდაბნო,
ბნელი ატრაქციონი თითქოს სიკვდილს მარშირებს.
მე ვარ სულის წამძლევი საფასური უბადლო
და ხორცის პარაშუტით გადმოვხტები მაშინვე....

მე ცის კამარიდან და ხორცი არის ტრანზიტი,
ფეხზე ვიცვამ Adidas - ს, ექსკურსიას კანშივე..
დავიწყებ და სიგიჟე არის ჩემი ბაზიტი,
სული ისე ადიდდა ხორცთან ვერ მაკავშირებს.

უქონლობის მახვილი - თითქოს ზმნა ვარ ფრაზული,
ჰოდა მეც ვამახვილებ ექსკურსიას ცისაკენ.
დაო, ზეცა მწყურია ზურმუხტის და აზურის,
სარკეების უდაბნო სულში ამოვისარკე.

დამივიწყე მე როგორც ძველი მეტროს ჟეტონი,
ჩემი სული მიანდე სამუმებს და ნიავებს.
ჩემი თავი სკვერია, გასავლელი ბეტონის
ჰო, ჩონჩხიან ხეების ჯიბრს, რომ იფერიავებს.

შენთვის " სხვაა " ტაძარი, ხოლო ეს " მე" -ლოდია,
ქვიშის პარანოია სუნთქვაა და დებოში
და მე არამგონია ჩემი ყრუ მელოდია
სადმე უნდა წავიდეს, შავში, ულანდებოში.

დაო, ვერ ავუდივარ სულის ღრმა ნაჭრილობევს,
ჩემი ეს გაგიჟებაც გეტყვი, ბრმად ორგან ისმის
და სული პოეზიას დღეს ისე საჭიროებს
როგორც ჟანგბადს მოითხოვს რწმენა და ორგანიზმი.

მთელი ეს არსებობა დაო, ვამბობ; ყარს ალბათ,
მხოლოდ ერთი ტირე კლავს კაცის სულს ათას სტრფოად.
ლექსის გვერდში ვიქნები დაუნდობელ ყასაბად
ჰოდა სიკვდილს ვირეკლავ ისე მსურს კატასტროფა.

მიწის აყირავებით რადგან სივრცე ვუმრავლე...
ამ ხალხს, ახლა თავს მესხმის ბნელი ამაოეთი.
ჰოდა ვემუსიკები გიჟის სიიდუმალეს
სერიული მკვლელი და ფსიქოპატი პოეტი.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები