ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2020


იოჰანა

ყვითელ ავტობუსში ყურსასმენებით იჯდა გოგო და ეკიდა ყველაფერი ირგვლივ ისე ,
როგორც მე ის , ჩემო იოჰანა .
მე მღლის ,
ის არა .
ის -
რაღაც რომ ღირს
და ავტობუსი ჩერდება გაჩერებაზე მოთხოვნით .
ამოდის ან უხდება ამოვა მოხუცი .
გოგოსგან განსხვავებით არაფერი კიდია 
ჩანთაც კი
და მხოლოდ მაჯაზე აწერია შვილის სახელი
ან ვიღაცის .
იოჰანა ,
აქ ასე ცხოვრობენ .
აი , ვთქვათ - მძღოლი ავტოფარეხის მერე წავა სახლში ,
იყიდის გზაში სპირტს
და გაურევს წყალს .
დაწყევლის ცოლი ,
რომ ამდენს სვავს
და მძღოლი ყვითელ ავტობუსში
მოხუცს და იმ გოგოს ერთმანეთს მერამდენედ ახვედრებს .
იოჰანა ,
არ ვიცი ყვითელია მთავარი თუ ავტობუსი ,
არც ის  - გოგო თუ მოხუცი
ან მძღოლი თუ ცოლი ,
მაგრამ შენობები ირგვლივ რომ დგანან რა მოსაყოლია .
აქ ერთი ქალი გავიცანი ,
წერს ღმერთზე ლექსებს და ქვევით ჩააქვს .
მოგეწონება , მერე იმასაც წაგიკითხავ ,
ლამაზი ქალია .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები