ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 მაისი, 2020


დამ დამ.

მახსოვს ვამბობდი ასეთ გიჟებს ვინ რას დაგვიშლის,
(აქ რითმისათვის მოვაყოლებ ბრუნვას მიცემითს)
მოვიკითხავდი სიყვარულით დ. სულთანიშვილს
და მასთან ერთად ყველა შეშლის პატივისცემით,

რომ მოეკიდოთ ჩემს სიმთვრალეს ახლა გაგებით,
გულში რომ მხოლოდ სიყვარულს და ძმობას იტოვებს,
სასაცილოა თუმცა თავის აირბაგებით
აფროდიტეც კი ვეღარ მივა ინკოგნიტომდე.

და შეიძლება  მუდამ მთვრალმა ჩვენმა კოკიჩამ
სიფხიზლეშიც კი მიაყოლოს სუხარს ლავაში,
თან მსხლის მაგივრად აიფონის ვაშლი მოკბიჩოს,
და ბედს ნატრობდეს გათიშული  კვესელავასი.

შორით კი ერთმა დაუკოცნოს ენგურს ლოყები
და ბოჰემურად შეეგებოს ლამაზ იანვარს,
ჯერეგეს მთებზე რაღა გითხრათ, მეტს ვერც მოვყვები
კაცად არ ვარგა ვინც არ იცის თ.ელიავა

ხოლო თქვენ მთებო, მაღალნო და ღრუბლებაშლილნო
ნისლის კაბები ახლა ისე ძლიერ გშვენიან...
ყველას  მოკითხვა შენი ჩათვლით ბალახაშვილო
მაისის დილა, ისევ მთვრალი ჯ.შენგელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები