ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2020


იტყვის ვინმე

და იტყვის ვინმე უფრო უშნო ,
რომ შემთხვევით დაიბადა ამ საათებში -
დალაგებულ მექანიზმის მაჯებში .
იტყვის
- არ არის ჩემი ადგილი .
სამყარო გულიდან იგლეჯს ვნებებს
და სასოწარკვეთილი თვითმკვლელობას ელექტროსკამს ატანს .
გადარჩა ...
ბებიის ქოთნის ყვავილს ფოთოლი მოწყდა ,
ის მწვანე იყო , ცრემლივით მწვანე .
იტყვის ვინმე უფრო უშნო ,
რომ შემთხვევით იშვა
დალაგებულ სამყაროს კუნთსუსტ მაჯებში .

რატომ გავჩნდით ორივე აქ ?
ვერ გადავეყრებით 
სანამ სამყარო თავს არ მოიკლავს .
ვერც შემოველესები შენს სულს ბიუსტად .
თეთრია აქ ჩვენი ფერი ,
არ ყვირის ,
არც ჩანს .
იტყვის ვინმე უფრო უშნო ,
რონ თქმა არ დასცალდა
ან კი რა ეთქვა ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები