და ერთ ღამითაც გადავწიე მორიგე ღმერთის საბრძანისის მძიმე ურდული! სად იყო ღმერთი? მეორე ღამით იმ გამგებელთა სამკვიდროებს ჩამოვუარე ცისა და ქვეყნის კლიტენი რომ ჩააბარა მორიგე ღმერთმა სად იყო ღმერთი?
გავიარე მიწიონის საბრძანისი მთათაწირი შევეტოქე შემიტოქა თვალპირქუშმა პირთვალხსნილი. მივუკითხე, რა უყავი ღმერთის შვილო ღვთის ნაწილი, გამიბრაზდა, შემალეწა დამალული ოქროს კბილი მიწის ზეპირს არ ჰყოლია სხვა მცველი და სხვა მსახური , არცა ოქროს სატეხური, არცა ოქროს დანაპირი, არცა კოშკი უსარკმელო, არც კლდეკარი უფეხური, ნადევართა მაღმერთებელს ჩემზე როგორ მოგდის გული... შენი მამის მითიონი შენი ძმების საბრძანისი გირბევია, გიძოვია როგორც მტრისა, როგორც სხვისი ჩადი ქვემოთ, ჩაადექი, რკინით ნაქსოვ სიტყვას გაძლევ ორპირნალეს გზებს გაყევი მიადგები უთქვამ საძვლეს იქ გაიგებ აქაურსა, აქაური იქ ვერ გაძლებ წადი... წინ გზა გრძელი გიდევს, მამა-პაპის ვალი გაძევს...
და მესამე ღამეს დაღვრილი რკინიდან დღემდე თავის მითიურ ურჩხულს ეომება რკინის მწურავი ისე, რომ ერთხელაც არავინ უწყის მისი ნაპერწკალი...
კახა მჭედლიშვბილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნიკივით საინტერესოა ლექსიც.
4.
ნიკივით საინტერესოა ლექსიც.
4.
3. ვიღაცას მაგონებს თითქოს :)
ხო, ზედმეტად გაიტაცა და ბოლოში ვეღარ შეყვა :)
წერა შეუძლია , კი ვიღაცას მაგონებს თითქოს :)
ხო, ზედმეტად გაიტაცა და ბოლოში ვეღარ შეყვა :)
წერა შეუძლია , კი
2. ჯონათანს ვეთანხმები. ჯონათანს ვეთანხმები.
1. მგონი, ცოტა ზედმეტად გაიტაცა სიტყვამ ავტორი.
მითოსი იგრძნობოდა ძალუმად .
წერა შეუძლია , აშკარად :)
მგონი, ცოტა ზედმეტად გაიტაცა სიტყვამ ავტორი.
მითოსი იგრძნობოდა ძალუმად .
წერა შეუძლია , აშკარად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|