წერილებს მიწერდა ხელაკვრით, არავინ იცოდა - ვინ იყო. „ვეწევი, ვეწევი, ხველა კი, თითქოს ჩვევად მექცა, თინიკო...“
დაწვა ვამჯობინე დახევას, ნაწნავს ქარიშხალი მივაბი. „გინდა, მოგიტეხავ ნახევარს? ოღონდ, ისტორია მიამბე!“
ცივი დავახვედრე სადილი, გულგრილი სალამის ინათი. ბებერ ორთუმელთან საძილე „ღამე მშვიდობისა, თინათინ...“
-სათითს დაგიტოვებ ქონებად და თუ მწთოლვარებას გადაწყვეტ, თოვლად გადავიქცეთ, ქორებად, ციხე-სიმაგრეებს გადავწვდეთ...
მორჩეს. დავივიწყოთ წყენები! გულის უგულობა - წკვარამი. ველად გავაჭენოთ ცხენები- სადმე, საიდანაც, არავინ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
11. კარგია. კარგი.
5..
კარგია. კარგი.
5..
10. როგორც მივხვდი, პალატამერვეა ამ ნიკით ხო?:) თქვენ ძალიან, ძალიან ლამაზ ლექსებს წერთ. სრული ამ ეპითეტის მნიშვნელობით. კითხვისას, მუსიკა, სარითმო წყვილების სილამაზე ქმნის წამიერ განწყობას, რომ მრავალჯერ ნათქვამიც თითქოს პირველად გესმის მკითხველს და ა.შ. და ა.შ. თუმცა,თქვენ რა შუაში ხართ და მე ვერ შევიყვარე უზადო ვერაფერი:)) როგორც მივხვდი, პალატამერვეა ამ ნიკით ხო?:) თქვენ ძალიან, ძალიან ლამაზ ლექსებს წერთ. სრული ამ ეპითეტის მნიშვნელობით. კითხვისას, მუსიკა, სარითმო წყვილების სილამაზე ქმნის წამიერ განწყობას, რომ მრავალჯერ ნათქვამიც თითქოს პირველად გესმის მკითხველს და ა.შ. და ა.შ. თუმცა,თქვენ რა შუაში ხართ და მე ვერ შევიყვარე უზადო ვერაფერი:))
9. სათითს რაც შეეხება. სოხუმიდან გაგანია ომის დროს რომ წამოვედით, ბებიაჩემმა ფოტოები წამოიღო და უკვე აქ, სამშვიდობოს, აღმოაჩინა სათითემ რომელიც სრულიად შემთხვევით გამოყოლოდა. სიკვდილამდე უფრთხილდებოდა მას და სულ ამბობდა რომ იქაური არისო. ეს სათითი ახლა მე მაქვს, ბებიაჩემს კი თინათინი ერქვა:)
სათითს რაც შეეხება. სოხუმიდან გაგანია ომის დროს რომ წამოვედით, ბებიაჩემმა ფოტოები წამოიღო და უკვე აქ, სამშვიდობოს, აღმოაჩინა სათითემ რომელიც სრულიად შემთხვევით გამოყოლოდა. სიკვდილამდე უფრთხილდებოდა მას და სულ ამბობდა რომ იქაური არისო. ეს სათითი ახლა მე მაქვს, ბებიაჩემს კი თინათინი ერქვა:)
7. ნიკი, საკუთარი ნებით.
მწთოლვარე ანუ მწვეთარე. „გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე” შავთელი.
ნიკი, საკუთარი ნებით.
მწთოლვარე ანუ მწვეთარე. „გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე” შავთელი.
6. გაყიდული ხარ ნატო ვაჩნაძევ ( მგონი ვაჩნაძიანთ ქალია ავატარზე ) :)
ამ სათითეს ხშირად ტოვებთ ხოლმე და რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს? მეც გამანათლეთ რა “ინათი“ ლექსიკონში მოვიძიე “მწთოლვარება“ საერთოდაც ვერ გავიგე
კაი, ეგრე იყოს
“მორჩეს. დავივიწყოთ წყენები! გულის უგულობა - წკვარამი. ველად გავაჭენოთ ცხენები- სადმე, საიდანაც, არავინ...“
გაყიდული ხარ ნატო ვაჩნაძევ ( მგონი ვაჩნაძიანთ ქალია ავატარზე ) :)
ამ სათითეს ხშირად ტოვებთ ხოლმე და რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს? მეც გამანათლეთ რა “ინათი“ ლექსიკონში მოვიძიე “მწთოლვარება“ საერთოდაც ვერ გავიგე
კაი, ეგრე იყოს
“მორჩეს. დავივიწყოთ წყენები! გულის უგულობა - წკვარამი. ველად გავაჭენოთ ცხენები- სადმე, საიდანაც, არავინ...“
5. მერე? ავტორის სახელი და "იმ მეორე ავტორის" ერთგან დაწერილი კომენტარის კავშირს რა უნდოდა :)))) სად იცი? თინათინი რომ კინაღამ გაადარეჯ(ა)ნე, იქ :)))) ჰმ... მერე? ავტორის სახელი და "იმ მეორე ავტორის" ერთგან დაწერილი კომენტარის კავშირს რა უნდოდა :)))) სად იცი? თინათინი რომ კინაღამ გაადარეჯ(ა)ნე, იქ :)))) ჰმ...
4. ანანე, აკი ათასიდან ათასსო?:) ანანე, აკი ათასიდან ათასსო?:)
3. გამიმართლა რომ დღეს პირველივე ეს წავიკითხე, გამეხარდა რომ ძალიან კარგია. გამიმართლა რომ დღეს პირველივე ეს წავიკითხე, გამეხარდა რომ ძალიან კარგია.
2. მოგეყოლებინა ლექსიკონიც :)
დიახაც, აქ უნდა ყოფილიყო ეს ჯერ !
"ნაწნავს ქარიშხალი მივაბი."- ეს უნდა წარმოიდგინო, მკითხველო!
მოგეყოლებინა ლექსიკონიც :)
დიახაც, აქ უნდა ყოფილიყო ეს ჯერ !
"ნაწნავს ქარიშხალი მივაბი."- ეს უნდა წარმოიდგინო, მკითხველო!
1. აქ არის ამის ადგილი. აქ არის ამის ადგილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|