(ძველი ლექსებიდან) დილას მამალი დაუფრინდა ყივილით მხართან… ხავსმოკიდებულ ყორეს, უხმოდ, თავქვე ჩავყევი. ბიძის დარგული ჩემი შავი თუთა გამხმარა, სუსამბარებში შესეულან ჯიჯილაყები. უკვე, არ ისმის ლაფაროში ქათმის კრიახი, აღარ მოსჩანან წყალ-ბოგირზე გზადმომავლები. დიდი ხანია, ამ ეზოში აღარ ტრიალებს ჩვენი სიცილის და სიგიჟის ქარ-ბორბალები... დადუმებულან გაჭვარტლული ბუხრის კედლები, აღარ დააკრავს, ნეშოს მჭადებს, მამიდა კეცზე. აღარ ჭედავენ შავ ნიკორას მუნჯი მჭედლები, ბავშვობას ვეძებ, დაკარგული ხბოსავით ვეძებ. საჯარობოზე აღარ შფოთავს ჩხუბით, მუქარით ბებერი მუხა. დგას მშვიდად და უფრო, სხვაგვარად… კოოპერატივში აღარ ცრუობს მანცქა-ნოქარი, ატულიასგან, თურმე, კარგი კაცი დამდგარა... დილას მამალი დაუფრინდა... ყივილით უხმობს. ..თითქოსდა წვიმამ ყველა ძველი კვალი წაშალა, თითქოს, ბავშვობის კაბა, ჩემი, ჩაუცვამს უცხოს... მე , გულმოკლული მივუყვები ქალაქის შარას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თვალწინ გამიცოცხლდა ყველაფერი.
555 თვალწინ გამიცოცხლდა ყველაფერი.
555
4. მუხა, დიდი მადლობა გოგლას ხსენება დიდი პატივია ჩემთვის,
"ჩემი ყრმობის მოგონებანი" ყველასთვის ახლობელია.
ეს განცდა,ვფიქრობ ,ყველასთვის ნაცნობია. მუხა, დიდი მადლობა გოგლას ხსენება დიდი პატივია ჩემთვის,
"ჩემი ყრმობის მოგონებანი" ყველასთვის ახლობელია.
ეს განცდა,ვფიქრობ ,ყველასთვის ნაცნობია.
3. რა კარგია, რა მშვენიერი. ჭრუანტელმა დამიარა და აი რა გამახსენდა და როგორ გავს, თითქოს ლექს ამბობს ლეონიძე.
გიორგი ლეონიძეს თავის წინგზე "ნატვრის ხე" ზე, პირველ გვერდზე აქვს მცირე მოცულობის დაწერილი -ჩემი ყრმობის მოგონრბანი სათაურია მშობლიურ ხეთა ჩრდილებში 19 ივნისი 1961წ. სოფ. პატარძეული
რა კარგია, რა მშვენიერი. ჭრუანტელმა დამიარა და აი რა გამახსენდა და როგორ გავს, თითქოს ლექს ამბობს ლეონიძე.
გიორგი ლეონიძეს თავის წინგზე "ნატვრის ხე" ზე, პირველ გვერდზე აქვს მცირე მოცულობის დაწერილი -ჩემი ყრმობის მოგონრბანი სათაურია მშობლიურ ხეთა ჩრდილებში 19 ივნისი 1961წ. სოფ. პატარძეული
2. jonatan livingstoni. გმადლობ, თოლი,აქ შემოხედვისთის. jonatan livingstoni. გმადლობ, თოლი,აქ შემოხედვისთის.
1. "ბავშვობას ვეძებ, დაკარგული ხბოსავით ვეძებ."- რა ლამაზი შედარებაა...
"ბავშვობას ვეძებ, დაკარგული ხბოსავით ვეძებ."- რა ლამაზი შედარებაა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|