ერთ ღამით, ღრმა დეპრესიაში მყოფ ზაზას ეზმანა: გარდაცვლილების სულები პეპლებად დაფარფატებდნენ საფლავების თავზე... მოწყენილნი იყვნენ, მასზე ბევრად უფრო... ფიზიკურ და გულის მზეს მოკლებულნი, ჩრჩილებად ქცეულიყვნენ. თანაც, ის მცირედიც აღარ შეეძლოთ, რაც ადამიანებს შეუძლიათ... სრულიად უძლურნი, შენდობას მხოლოდ თავიანთი ცოცხლებისგან მოელოდნენ, ზოგიერთის საფლავი და სული კი ყველას დაევიწყებინა. გაოფლილმა გაიღვიძა. გაუხარდა, რომ ცოცხალი იყო... მიხვდა, სიცოცხლე ღირდა იმად, რომ მისთვის აზრი შეგეძინა, ფერი მიგეცა... გადაწყვიტა, ქალი შეეყვარებინა და გაებედნიერებინა... გაზაფხული დამდგარიყო... რამდენი გოგონა ელოდა სიყვარულს... ერთის გახარება ხომ შეეძლო? ერთგული იქნებოდა...ასე იქცა ზაზა ჩრჩილიდან ჭრელ პეპლად, რომელიც ერთ-ერთ უმშვენიერეს ყვავილზე მოკალათდა და დედა სამყაროს კიდევ ერთი თვალწარმტაცი ცხოვრებისეული კადრი აჩუქა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ზუსტადაა გადმოცემული ზუსტადაა გადმოცემული
5. ძალიან პატარა, ძალიან ღრმა აზრის და ძალიან ლამაზია. ძალიან პატარა, ძალიან ღრმა აზრის და ძალიან ლამაზია.
4. რავი აბა, იმედი მაქვს:) გაიხარე რავი აბა, იმედი მაქვს:) გაიხარე
3. კარგი ხარ, ლამაზად გადმოსცემ შენს სათქმელს... 5 კარგი ხარ, ლამაზად გადმოსცემ შენს სათქმელს... 5
2. მადლობა, "ვარ ვერ" გავიგე:) მადლობა, "ვარ ვერ" გავიგე:)
1. რაღაც ჩანახატივითაა. +3 მეტი ვარ. რაღაც ჩანახატივითაა. +3 მეტი ვარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|