თებერვლის ოცია, ასეთ დროს თოვლი კი, არ უნდა გიკვირდეს ან რა ბედენაა?! ვდგავარ და ვლოცულობ, ერთი კათოლიკე, ვდგები და მივდივარ, როგორც ბედუინი. საცაა თებერვალი მარტში აირევა, მორჩა, სურწყუნისი უნდა ვამირკანო, ვდგები და მივდივარ, მრჩება ნაირობი, ვდგავარ და ვლოცულობ, აჰა, ვატიკანი! აქეთ ჯერ არ თქმული, ჯერაც არ სმენილი, სუსხი მელოდება, მაგრამ ნაზამთრალი... შენ კი სიცხეები აღარ გასვენებენ, პაპანაქებაა-თითქმის სადავთარო, წერა ხომ გიყვარდა, მიდი, ჩაინიშნე, შენი სიმარტოვის ცხელი თარიღები; შენი არსებობა არის ჯაინიზმი და შენს არსებობას აქ ვერ გაიგებენ. თებერვლის ოცია, ასეთ დროს თოვლი კი, არ უნდა გიკვირდეს ან რა ბედენაა?! ვდგავარ და ვლოცულობ, ერთი კათოლიკე, ვდგები და მივდივარ, როგორც ბედუინი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. საინტერესო ავტორი ხართ. (სხვებიც წავიკითხე) :) საინტერესო ავტორი ხართ. (სხვებიც წავიკითხე) :)
7. :) სურწყუნისი ვამირკანო, თებერვალი გავამარტო, იქნებ გ.გულუა ვარ და საკუთარი თავის ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი, ჰა? :)
:) სურწყუნისი ვამირკანო, თებერვალი გავამარტო, იქნებ გ.გულუა ვარ და საკუთარი თავის ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი, ჰა? :)
6. ვამირკანო, საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ძალიან ორგანული და ლმაზია ამ ლექსში.) დავიჯერო გულუამაც ვამირკანოო))
ვამირკანო, საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ძალიან ორგანული და ლმაზია ამ ლექსში.) დავიჯერო გულუამაც ვამირკანოო))
4. ვდგები და მივდივარ, მრჩება ნაირობი, ვდგავარ და ვლოცულობ, აჰა, ვატიკანი.
სულ ოდნავ გ. გულუას ერთი ლექსი გამახსენა რატომღაც. ვდგები და მივდივარ, მრჩება ნაირობი, ვდგავარ და ვლოცულობ, აჰა, ვატიკანი.
სულ ოდნავ გ. გულუას ერთი ლექსი გამახსენა რატომღაც.
3. https://www.youtube.com/watch?v=U9oc5JctHVg https://www.youtube.com/watch?v=U9oc5JctHVg
2. ორივე ცხელი წერტილია დღეს :) მარტის ლექსებს მიემატება ესეც, 1-გიორგი, 2-გიორგი, 3-გიორგი, აბესაძე, ბალახაშვილი, ლოგიკურად ჩემი გვარი გ-ზე მოუწევს, სახელი კი ემთხვევა ზემორე ორს :) ორივე ცხელი წერტილია დღეს :) მარტის ლექსებს მიემატება ესეც, 1-გიორგი, 2-გიორგი, 3-გიორგი, აბესაძე, ბალახაშვილი, ლოგიკურად ჩემი გვარი გ-ზე მოუწევს, სახელი კი ემთხვევა ზემორე ორს :)
1. ნაირობიში კი უნდა გაგიკვირდეს თოვლი :)
ეს შემომეზეპირება, ვგრძნობ :) "საცაა თებერვალი მარტში აირევა, მორჩა, სურწყუნისი უნდა ვამირკანო,"
ნაირობიში კი უნდა გაგიკვირდეს თოვლი :)
ეს შემომეზეპირება, ვგრძნობ :) "საცაა თებერვალი მარტში აირევა, მორჩა, სურწყუნისი უნდა ვამირკანო,"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|