ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2020


მზეო, ამოდი, ამოდი

ქარიშხლის შემდეგ,
სადღაც იქ,
თავს როგორა გრძნობს უდაბნო?
მზე ისევ ისე ამოდის,
როგორც აქამდე, მუდამო.
ქვიშის პატარა მარცვლები,
მორჩილები და მორცხვები,
სულ ტალღა-ტალღა წასულან,
შეუკრავთ სულ სხვა ბორცვები...

აქაც,
შემინულ ფანჯრებში,
მზე ძველებურად ამოდის,
მაგრამ ადგილსაც არ ვიცვლით,
სარკე,
საწოლი,
კომოდი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები