 | ავტორი: მელია ჟანრი: პოეზია 20 მაისი, 2020 |
როცა, კალიები მიწიდან წამოვკრიფე, წელები დაეწვათ გამხდარ ხორბლებს. ზურგიდან ვითომ ტომარა მოვიხსენი და ნისლებზე ჩამოვკიდე, რომელიც ასევე ვითომ ჩამეწურა შუბლის წილთან სქელ თმებში.
მერე წამომახველა ჭლექიანმა ზამთარმა და გამახსენდა ბოლო გაზაფხულის გამოცლა ხელიდან, მაშინ, ზამთარმა რომ მოყინა მომავლის ნუშები, რომ მოაგროვა და კისერზე შეიბა.
მას მერე აღარ მოგიარეთ, მას მერე აღარ გაგიხსენეთ. ხომ დაგპირდით,თქვენს დიდ საფლავზე ვივლი-- მეთქი, ბალახებსა და ყვავილებს დაგირგავთ დასვენებულ მიწაზე-მეთქი. მოგატყუეთ.
თქვენზე დარდი ისე დავიმარტოხელე იმდენ ხანს ვაჭამე და ვასვი ცოცხალი ადამიანის არსებობა, რომ ჩვეულებრივი ნაწილები გახდით ჩემი ცხოვრების. კვერცხს თუ გატეხავს, გადაწყვეტილებას ვეღარ შეცვლის წიწილა. (პირობის გატეხვა ნორმაა.)
ნორმამდე გავცივდი, ორპირ არა, უპირო ქარში იმტვრიეს თითებიც ლურჯმა ხელებმა. სული არავის შეუბერია, ამიტომ თანდათან მომიმატა და მომიმატა ჭლექიანი ზამთრის მოყინული ნუშების ხველებამ.
ბოლოს გამიარა. თქვენ ჩემთან ერთად ალაგებთ საწოლს, საუზმობთ და მირბიხართ სამსახურში. ეს არც ისე რთულია ჩემთვის. რომ არა აღდგომა, არც ახლა ჩავაწყობდი მკვახე ღოღნოშოსფერ უშნო კალიებს ვითომ ტომარაში. და არც სინანულით გაააქნევდნენ თავს ხორბლები,
რომლებიც სასაფლაოს გვერდზე, ვითომ ყანაშია ამოსული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩემი მაქსიმუმი თქვენ! +2 ჩემი მაქსიმუმი თქვენ! +2
2. დიდი მადლობა, ჯონათან ყურადღება რომ მომაქციეთ❤❤ დიდი მადლობა, ჯონათან ყურადღება რომ მომაქციეთ❤❤
1. თითქოს დასაწყისი არ მომეწონა და ბოლომდე წაკითხვას არც ვაპირებდი, მაგრამ მაინც ჩავედი და...
არაა ურიგო ნააზრევი :)
სათაური ჭეშმარიტება კი არის, მაგრამ მგონია, რომ არ უხდება.
ნიკი :)
თითქოს დასაწყისი არ მომეწონა და ბოლომდე წაკითხვას არც ვაპირებდი, მაგრამ მაინც ჩავედი და...
არაა ურიგო ნააზრევი :)
სათაური ჭეშმარიტება კი არის, მაგრამ მგონია, რომ არ უხდება.
ნიკი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|