 | ავტორი: ჯანო შენგელია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 მაისი, 2020 |
მე დავთმობ ყველაფერს." ღამეა ისეთი, ქარია ისეთი ცივი და ეს ხალი ზეცაზე მთვარეა. და მთები ნისლებში ქათქათა ნისლებში, ხახაში ისხამენ ღრუბლების ნატირალს. და როგორც ძაღლები, ქარები ზღვებიდან თეთრ ღრუბლებს სდევნიან. მკეტავენ ოთახში, ფანჯრებს არ აღებენ იციან თებროლე გარეთ სხვა ,,ცებია.“
,,მე დავთმობ ყველაფერს!" მე წავალ ხელიდან, დავტოვებ ამ ოთახს, ქუჩას და ხეივნებს. რომ ერთი ხელადა, სულ ერთი ხელადა, ქუჩაში ლოთებთან. -შენთვის რა ხეირი. ჭლექია ცხოვრება კედლების ღრიჭოდან სიჩუმე დაბნეულ თვალებს ძლივს აცეცებს, ხომ ვწერე, მიყვარდა, ვლოთობდი, ვბიჭობდი და ღმერთსაც ვეძებდი ცის ნაელვ ღაწვბზე.
მე წავალ ოდესმე დაწყევლილ ლექსებით, ხელობით. ზარალი პატარა ქალაქის, თუ მაშველს საშველი ხელიდან გეცლები ნუ ჯავრობ, ამ ლექსით არ ვამბობ არაფერს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მახსოვს თებროლეს ლექსები, კარგები :)
მახსოვს თებროლეს ლექსები, კარგები :)
1. სხვაში რატომ დებ ხოლმე? რა არის აქ "სხვა"? სხვაში რატომ დებ ხოლმე? რა არის აქ "სხვა"?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|