ნაწვიმარ ქუჩას მივუყვები და შენი მხრები, ასე მსუბუქი, ასე მშვიდი, ასე უზადო, ნაცრისფერ ზეცას მივაწვდინე ჩემი შეხებით, ახლა ლექსს გიწერ, მოფრინდება ღამით მუზა თუ, მოვიგონიებ ჩვენს ნაბიჯებს, როგორც პა-დე-დეს, ამინდარეულ ვარდობისთვეს, თმას რომ გიშლიდა... მე კი, ჩემის მხრივ, მხოლოდ სუნთქვას მოგაკარებდი, უპრეტენზიოს, მაგრამ შენზე მძაფრი სიხშირის! ლამანჩელივით აგედევნე, გარეთ კი წვიმდა, იდექი, როგორც დულსინეა, ღამის პროსპექტზე... არ დაიჯერებ, არც მე მჯერა, არადა, მინდა, საოცრად მინდა, გარბოდე და უკან მოგსდევდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჰმ...:) გიგო გიცანი :დ ჰმ...:) გიგო გიცანი :დ
5. შვილიშვილი ინდიკოსი :) ბაბუას ერქვა, დედის მხრიდან :) შვილიშვილი ინდიკოსი :) ბაბუას ერქვა, დედის მხრიდან :)
4. გიგო ყოფილა ლირიკოსი :)
ლამაზია, სასიამოვნო...
გიგო ყოფილა ლირიკოსი :)
ლამაზია, სასიამოვნო...
2. +2 ეტყობა გაწაფული ხელი. +2 ეტყობა გაწაფული ხელი.
1. ლამანჩელივით აგედევნე, გარეთ კი წვიმდა, იდექი, როგორც დულსინეა, ღამის პროსპექტზე... არ დაიჯერებ, არც მე მჯერა, არადა, მინდა, საოცრად მინდა, გარბოდე და უკან მოგსდევდე!
+5 ლამანჩელივით აგედევნე, გარეთ კი წვიმდა, იდექი, როგორც დულსინეა, ღამის პროსპექტზე... არ დაიჯერებ, არც მე მჯერა, არადა, მინდა, საოცრად მინდა, გარბოდე და უკან მოგსდევდე!
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|