| ავტორი: ეჰ... ჟანრი: პროზა 1 ივნისი, 2020 |
მყინვარი
- პაპა, ნახე მყინვარი დნება - ჰო, შვილო მოხუცმა მყინვარს ახედა. მზე ზედ წვერზე გაწითლებულიყო. - დაცხება თქვა და ჩაფიქრდა - პაპა - ხო ? - მომიყვები ? - რას ? - ამბავს - რა ამბავს ? - ჯიხვზე... - მოგვიანებით მოხუცი ქოხის წინ იჯდა, მოზრდილ ქვაზე. - აუ გთხოვ ჩააცივდა ბავშვი - კარგი... ღამე იყო, ცაზე სავსე მთვარე ამოსულიყო. მშიოდა და ვერ მოვისვენე. გარეთ გამოვედი და მყინვარს გავხედე. მერე ავიღე თოფი, ვიფიქრე ავალ იქნებ რამეს წავაწყდე თქო. მთვარე მაღლიდან მანათებდა, მაგრამ, ქვა-ღორღიან ბილიკზე ისეთი სქელი ნისლი იდგა, რომ ვერაფერს ვხედავდი. ამ დროს, ცისფერი ბურუსიდან, რქამოტეხილი ჯიხვი გამოვიდა. - მერე ? დაიზაფრა ბავშვი - მერე ავდექი, მოვიმარჯვე თოფი, დავუმიზნე და ის იყო, უნდა მესროლა რომ, შემომხედა. იდგა და მიყურებდა, არ გაქცეულა. - არ გაიქცა ? - არა - რატომ ? - არ ვიცი... - მერე ? - მიყურებდა და ვერ მოვკალი - რატომ ? - დამენანა შვილო, ვიფიქრე რაღა შიმშილს მოვუკლივარ და რაღა ამის საცოდაობას თქო. მერე გადახტა, მკერდით თითქოს, ჰაერი გაარღვია და ისე ბურუსში დაიკარგა. საღამოს რომ ჩამოვედი, დაღლილი ვიყავი, აი, ამ ქვაზე დავჯექი და უცნაური რამ ვიგრძენი - რა ? - აღარ მშიოდა... - მეორე დილას, ისევ გავემართე. მზე უკვე ამოსულიყო და თბილოდა, ნისლიც აღარ იყო იმდენი. წვრილ, ქვიან ბილიკზე მივდიოდი. უცებ, დაბლა ქვები ჩამოცვივდა. მაღლა ავიხედე და ისევ ის ჯიხვი დავინახე. აწვეტებულ კლდეზე იდგა, თავი უკან გადაეწია და მკერდი მზისთვის მიეშვირა. ლამაზი იყო... - მერე ? - მოვკალი... მოხუცი დადარდიანდა - მაინც, არ დამასვენა - რამ ? - შიმშილმა ... ამ დროს მზე ბოლომდე გახურდა და ბავშმა ისევ მყინვარისკენ გაიხედა. - პაპი - ჰო ? - ნახე დნება - ხო... დნება შვილო - რატომ დნება ? - მზის გამო... ბავშვი, სევდიანად უყურებდა, თოვლიან მყინვარს, რომლის წვერზეც, წითელი მზე, ჯიხვივით იდგა და თითქოს როცა საღამო, მის მოსაკლავად მოვიდოდა, თავს უშველიდა და ისევ, მთის იქით, რძესავით ადუღებულ ბურუსში გადახტებოდა. - პაპი - ჰო შვილო - არაფერი... ატირდა ბავშვი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თბილი ნაწერია, თუმცა რაღაც მაინც აკლია დაღვინებამდე
3 თბილი ნაწერია, თუმცა რაღაც მაინც აკლია დაღვინებამდე
3
4. თხრობა იყო არაბუნებრივი ჩემთვის თხრობა იყო არაბუნებრივი ჩემთვის
3. ამ ბავშვისგან კარგი კაცი დადგება+5 ამ ბავშვისგან კარგი კაცი დადგება+5
2. ფიროსმანის ნახატებივით ნაწერი გაქვთ.
ფიროსმანის ნახატებივით ნაწერი გაქვთ.
1. ხანდახან ადამიანური მოთხოვნილებები ჯაბნის ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი +5 ხანდახან ადამიანური მოთხოვნილებები ჯაბნის ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|