| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2020 |
წერილები საკნიდან 3 ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, ადრე თუ გვიან, ყველა ძაღლი იღლება ყეფით, მზად არის უხმოდ, ძველ პატრონთან სახლში შებრუნდეს, თუნდაც ცემისგან დაბეჟილი სტკიოდეს კეფა. ხოლო წარწერა, რომ გინახავს ათას ჭიშკართან, არის პირიქით: ეზოშია ავი პატრონი! გახსოვს, ბუხართან ერთად ჯდომა, როგორ გვიყვარდა, მთელ დუნიაზე რომ ვიყავით მაშინ მარტონი? დღეს უკვე წერილს გისახსოვრებ, თანაც მესამეს, არადა, რომ ვთქვათ, სენტიმენტებს გამოვესალმე, აქ, ამ საკანში, ღამ-ღამობით, ვიდრე არ მძინავს, წერის სურვილი მიმძაფრდება, უფრო მამძიმებს, სულ დამავიწყდა, დღეს ცოტა ხნით გარეთ ვიყავი, წყალს წაუღია ყველა ლექსი, ყველა იგავი, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, ახლა დრო არის, იმ ძაღლივით „სახლში“ შევბრუნდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გერტრუდა დარჩება ქართულ პოეზიაში :)
"ხოლო წარწერა, რომ გინახავს ათას ჭიშკართან, არის პირიქით: ეზოშია ავი პატრონი!"- ზუსტადაც!
გერტრუდა დარჩება ქართულ პოეზიაში :)
"ხოლო წარწერა, რომ გინახავს ათას ჭიშკართან, არის პირიქით: ეზოშია ავი პატრონი!"- ზუსტადაც!
4. შემდეგში იქნება თლა კაები :) შემდეგში იქნება თლა კაები :)
3. ნამეტავი მომეწონა. ნამეტავი მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|