ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2020


* * *

როცა სტრიქონებს უღვთოდ არევენ,
ვიღაცა იტყვის: „ვაჰ, დრონი, დრონი“,
მაშინ მუზები მგლოვიარენი
ემსგავსებიან მარტოსულ რონინს.
როცა ღმერთები იწყებენ როკვას,
შემოიხევენ გაცრეცილ მუნდირს;
დაემსგავსება ცა-მოუთოკავს,
დაიგრიხება ღრუბელთა ყულფი.
როცა სიტყვებიც არაფერს ნიშნავს,
მაშინ მონიშნულს შლიან ტალღები,
დღეს გადაურჩა ბებერ ქარიშხალს,
ლექსი და შენი აკვიატება.
მე მათხოვებენ დაჟანგულ დაშნას,
რომ ჩემი სულის გახდეს მეწყვილე...
წუხელ ღამით რომ მკერდივით გაშრა-
შიმშილისა და შენი ნერწყვია.
თუკი ღვინისგან ვიგრძნობ გალეშვას,
დავემსგავსები ალბათ მიამიტს...
ცა რომ გადავა სიფერმკრთალეში,
მე შენს სიყვარულს ავიკვიატებ!
როცა
სტრიქონებს
ასე
არევენ,
ვიღაცა იტყვის: „ვაჰ, დრონი, დრონი“…
მაშინ მუზები მგლოვიარენი
ემსგავსებიან მარტოსულ რონინს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები