იყიდა სული, ვერ დაგიცავ; ეშმაკმა, ნუღარც მაპატიებ. მიყრის გუთანი დედამიწას, ბურჯი პლანეტის აპათიებს.
დაბალი სიბრტყე სიყვარულის მომიგდო ღმერთმაც ალმაცერად. ცვრიან ბალახში სიარული და უშენობა დამაჯერა.
ამ დღის მეორე ნახევარში მრიცხველზე კატა გადავიდა. კარგი ვარ თვალის ახვევაში მაგრამ ამასაც გადავიტან.
ტკივილი ისეთი ლამაზია, ხელში არ მინდა სანდო კარტი. ჩვენ ვართ წიგნების მაღაზია, ფული რომ არ აქვს ადვოკატის.
ცრემლები მდიან კოშმარებად როგორც ბავშვობის ძმაკაცები. გვიჯობს სურათის მოხმარება ვიდრე წაკითხვა რაღაცების.
სიბნელემ მოკლა მყისიერი. მაგრამ ვერ მივხვდი რანაირად. ჩემო ეშმაკო, თვინიერო ჩემებურად და სხვანაირად....
მიყვარხარ მეთქი, დაგიფიცებ! ეჭვობს გონება ალმაცერად. შენ მაინც რატომ დამივიწყე, ნუთუ შენც იმან დაგაჯერა....
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|