მოსაყოლის მეტი რა არის, შენ ის თქვი, საქმეს რამდენად გაართმევ თავს. აბა, მე ქალი ვარ?! კიბეს როგორ უნდა მივათრევდე ბლის ხესთან, როცა, წლების წინ, კატასავის წუთში კენწეროზე მოვექცეოდი. ჰეი, ირა! არც ისე ცოტა გამოდგა შენი ოცდათხუთმეტი წელი, ოცდათხუთმეტი ნაბიჯიც კი არ გადაგიდგამს ტირილის გარეშე. რა მატირებდა? ყველაფერი რომ გაქვს და მაინც გამოფშვნილ ტაროსავით ხარ, აი, ვინმესთვის ძველი მესერივით შესაღები, რომ ხარ, ან - გაფცქვნილი კვერცხივით სრიალა. ვერ გამოვდექი ექთნად, ვერ ვუმკურნალე თავს. არ იყო ჩემი საქმე წამლებით სირბილი.
თიბათვეა, გავხედავ ეზოს, ფოთოლიც არ გდია, არც მზე მწვავს, როგორც უწინ. ზედა სართულიდან ჩამოცვენილა ფერადი სარჭები. არცერთს პატრონი არ ჰყავს. ლუკმის მომლოდინე, ჩუმისაგან გაქუცული თხელი ძაღლი მიმზერს, ოღონდ გადარჩეს და პურსაც არ შეგიჭამს. მარტო მე ვამჩნევ დედამიწის უსუსურობას?! დილით თუ პირი გიღიმის, საღამოს ჩიავდები, ეს დღეც გამოგონილია. მცირე წარსულზეც ატირდები. განა ჭიდან წყლიან სათლს გარახუნების გარეშე ამოიტან.
შეხედე, ჩემო სისხლო, ასე გამალებით რომ ადიხარ და ჩადიხარ თავსა და ტერფებს შორის! შენში ჩახარშული ყველა ნერვი უვარგისია, ჩავალ ხიდან ასე მოცახცახე, ჩემი დასაღუპი პალოც მოჭრილია. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეში ვადანაშაულებ: რად არ გამაჩინა კაცად? იქნებ მეტად გამძლე ვყოფილიყავი. ხე ნუ გამიხმება და ამასაც გავუძლებ, - აჰა, მიირთვით ბალი, დასვრილი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით ნაბოძები!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გამორჩეული ხელწერა, ინდივიდუალიზმი, სხვათა შორის, მამაკაცური ლოგიკაც- აშკარად იგრძნობა ამ ლექსშიც და რამდენიმე სხვა ვერლიბრშიც. ჩემი აზრით, საპირისპირო სქესად ყოფნა მხოლოდ გამძლეობის შესანარჩუნებლად- აბსურდია. ქალები იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ჰგონიათ, უბრალოდ, ხმამაღლა არასდროს ვამბობთ, რომ ასეა. :)) გამორჩეული ხელწერა, ინდივიდუალიზმი, სხვათა შორის, მამაკაცური ლოგიკაც- აშკარად იგრძნობა ამ ლექსშიც და რამდენიმე სხვა ვერლიბრშიც. ჩემი აზრით, საპირისპირო სქესად ყოფნა მხოლოდ გამძლეობის შესანარჩუნებლად- აბსურდია. ქალები იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ჰგონიათ, უბრალოდ, ხმამაღლა არასდროს ვამბობთ, რომ ასეა. :))
3. ლექსი მომეწონა. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეში ვადანაშაულებ: რად არ გამაჩინა კაცად?
"ერთმა უგუნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა დასწყევლა თვისი გაჩენა ბუნების იწყო მან გმობა, იმ უსამართლო ბუნებამ თაგვად რად გამაჩინაო? მე შემშვემოდა ჩიტობა რომ მეწყო აღმა ფრენაო.
ლექსი მომეწონა. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეში ვადანაშაულებ: რად არ გამაჩინა კაცად?
"ერთმა უგუნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა დასწყევლა თვისი გაჩენა ბუნების იწყო მან გმობა, იმ უსამართლო ბუნებამ თაგვად რად გამაჩინაო? მე შემშვემოდა ჩიტობა რომ მეწყო აღმა ფრენაო.
2. ეს ის შედევრი არ არის, რასაც ველოდები თქვენგან, მაგრამ ძალიან კარგია
დასვრილი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით ნაბოძები! -ია :)
გაფცქვნილი კორექტურაა მგონი მწვამს ?
რად არ გამაჩინა კაცად? - ღმერთმა უკეთ იცის რა ჯობია
მოკლედ, ალალი და დაუყვედრებელი 5
ოღონდ ეს მითხარით ვინც გრამატიკა იცით კარგად “აი, ვინმესთვის ძველი მესერივით შესაღები, რომ ხარ“ აქ რომ-ის წინ მძიმე საჭიროა? ეს ის შედევრი არ არის, რასაც ველოდები თქვენგან, მაგრამ ძალიან კარგია
დასვრილი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით ნაბოძები! -ია :)
გაფცქვნილი კორექტურაა მგონი მწვამს ?
რად არ გამაჩინა კაცად? - ღმერთმა უკეთ იცის რა ჯობია
მოკლედ, ალალი და დაუყვედრებელი 5
ოღონდ ეს მითხარით ვინც გრამატიკა იცით კარგად “აი, ვინმესთვის ძველი მესერივით შესაღები, რომ ხარ“ აქ რომ-ის წინ მძიმე საჭიროა?
1. როგორი უბრალო ყოფილხარ თურმე და მედიდურიც . პარადოქსია მარა ასე დავინახე ეხლა . ბევრი რამე გამოაჩინე ამ ლექსში , ხასიათი ანუ . 5 ქულა და ის რო ძაან მომეწონა . როგორი უბრალო ყოფილხარ თურმე და მედიდურიც . პარადოქსია მარა ასე დავინახე ეხლა . ბევრი რამე გამოაჩინე ამ ლექსში , ხასიათი ანუ . 5 ქულა და ის რო ძაან მომეწონა .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|