თოთო ბავშვივით ვტირი ხანდახან.
აღარ იღება ჩემი კარები.
პოეზიაა ჩემთვის ზარდახშა,
რომ ანათებენ შიგ ვარსკვლავები.
მუხლებს ვიტყავებ მაგრამ ჩემს მეტი,
ამის მნახველი არც მინდა ვინმე,
დარდი მაქვს გულში ათას თექვსმეტი,
რიმელთაგანაც ერთსაც გაგინდობთ -
მეტანიების მხიბლავს სიფხიზლე, როცა ჩემს გვერდით წათვლემს სამოვარს, მე ვივლი ქვეყნად ჩემი სიფიცხით, და მაგის დედაც, თუ არ გამოვა
ის რასაც ვუძლებ, რასაც განვიცდი. დარდს რომ ვატარებ ძველი დენდების, მადლობა ღმერთო, შენ ამ ღამისთვის, არც რომ მიდის და არც რომ თენდება.
დიდება ღამის სამურაების, დიდება ღამის დისიდენტების!
გვერდით მთვლემარე სამოვარივით,
მარტოდ დარჩენილ მკვდარი ღმერთების!
დარდი მაქვს გულზე უკვე ჩემდენი, სულში დაძრწიან უცხო ქანები, ეს არის გრძნობა რომც ვერ ჩერდები, და მითუმეტეს ვერ ექანები.
იქ სადაც წვიმა მხოლოდ ხმა არის. ცისაც ვეღარ ვცნობ იმ ძველ კამარას... მოჭერილი მაქვს ტანზე ქამარი, გადაწყვეტილი წელის ამარა,
დავდივარ, როცა კედლებს ვედები, და ამ დროს გვერდით წათვლემს სამოვარს, დიდება ღამის დისიდენტების, და მაგის დედაც თუ არ გამოვა,
დავდო საზღვრებად უკვე გამყოფი,
-ჩემი სიფიცხის ბოლო შედეგი,
ცამეტი ტყვია? - მგონი არ მყოფნის,
აბა შემდეგი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგად წავიდა! კარგად წავიდა!
2. რიმელთაგანაც -კორექტურაა შეასწორეთ
რიმელთაგანაც -კორექტურაა შეასწორეთ
1. ღამის სამურაების და ღამის დისიდენტების დიდების ამბავმა ცოტა დამაბნია :)
ისე, ცუდი არაა :)
ღამის სამურაების და ღამის დისიდენტების დიდების ამბავმა ცოტა დამაბნია :)
ისე, ცუდი არაა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|