*** ცხვება ლავაში, ლუდხანაში ილევა ლუდი... ცვდება ტალახში, შემცივნული “მათხოვრის” ქუდი...
*** ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის - “ხურდა”, ვიღაც პოულობს ურნასთან “ტუფლებს” და უხარია, ასეთი სურდა...
*** წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში, თათარი ბიჭი უკრავს გიტარას და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში, ქარმა ფოთლებით შემოიტანა...
*** ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას, ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის, შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს და არჩევ კაბას პაემანისთვის...
*** თოვლია... ბინდი გადადის მალვით, ჩვენი შეხვედრაც მალე მოხდება, სველი სადგური, დგას ბოშა ქალი ბავშვით ხელში და მზეს ელოდება...
*** ვიღაცას უდგას დღეები რთული, მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული, ჩემი სახლივით გაბზარულია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მახსოვს შენი ბოშები :)
მახსოვს შენი ბოშები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|