| ავტორი: დარემო ჟანრი: პროზა 9 ივნისი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- უკაცრავად შეიძლება? - გისმენთ? - მე ბილი ვარ. - აჰ კი შემოდი ბილი, დაჯექი ახლავე მოგხედავ. ახალგზარდა, ოცწლამდემიუღწეველი ყმაწვილი მორიდებით ჩამოჯდა ფერგადასახულ სავარძელზე და ოთახი მოათვალიერა.
ათიოდე კვადრატის მოცულების ოთახი სავსე იყო უამრავი ბერკეტით და ხელსაწყოებით, რომელთა არსი მას არ ესმოდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა გაეგო.
მისი მომავალი უფროსი, რომლის სახელიც ჯერ არ იცოდა, ეკრანს დაჰყურებდა და დრო და დრო სხვადასხვა ბერკეტებს აწვებოდა, ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ბილის ამოხედა.
- ბილი ხომ? მაშ ასე, მე ბრამი მქვია. კეთილი იყოს შენი მობრძანება ტრანსცივისვორერში, შენს ანკეტაში ეწერა რომ აქ შენი ნებით ხარ? ასეა?
ბრამი გამომცდელი თვალებით უმზერდა ახალგაზრდას და ბილიმ იცოდა ამის მიზეზი. არავის სურდა მიწისქვეშ საცხოვრებელად გადასვლა, ყველას |ხარო| ახსენდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ანაზღაურება იყო, არავინ მოდიოდა აქ თავისი ნებით. ანაზღაურება კი ბოლოს საერთოდ არ ანაღვლებდა.
- დიახ, ჩემი ნებით ვარ აქ, ასე ვთქვათ არ მიყვარს გახსნილი ცა და ადამიანები. - ჩვენთვის ძალიან კარგი, ესეიგი მალე არ გაგვექცევი აქედან. ბრამმა თავისთვის ჩაიცინა, მხრები გაშალა და მაგიდას დაეყრდნო.
- წამოდი ჩვენს სექციას დაგათვალიერებ. ბრაუმი ახალგაზრდას გაუძღვა.
- ალბათ იცი, რომ ჩვენ ბევრი თანამშრონელი არ გვყვავს, ცოცხალი ხელი ნაკლებადაა საჭირო, ბევრი რამ ავტომატურად ხდება, თუმცა არის მომენტები, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გამოუსადეგარია. დერეფანი უკან ჩამოიტოვეს და უზარმაზარ დარბაზში მოხვდნენ, სადაც სამოცამდე სხვადასხვა გვირაბიდან მომავალი წყალი უზარმაზარ მორევს ქმნიდადა ცენტრში და უკუნში იკარგებოდა.
- ამ ადგილს ყელს ვუწოდებთ. ამბობენ რომ ეს წყალი პირდაპირ | ხაროში | მიდის, წარმოდგენაც არ მინდა, რა სუნი იქნებოდა აქ უსუნო ყვავილს რომ არ ვურევდეთ.
ბრაუმმა თავით მიანიშნა ალაგ-ალაგ გაფანტულ თეთრ ყვავილებზე, რომელიც საკუთარ სპეციალურ კონტეინერებში იყო განთავსებული, ყველა კონტეინერს ჰქონდა საკუთარი მიკრო ბიოჰავა, საკუთარ ულტრაიისფერი სხივებით, ყველაფერი რაც საჭირო იყო აქ, მიწიდან ათობით მეტრის სიღრმეზე საარსებოდ.
- ანუ ზუსტად არ ვიცით სად მიდის ეს წყალი? ბრამმა გამომცდელად შეხედა და ისევ წყალს ჩახედა. - ერთი რამ დაიმახსოვრე, გინდა აქ და გინდა მაღლა, არასოდეს არაფერია ზუსტი. წამოდი, კიდევ ერთი ოქროს წესი არსებობს.
საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს კედლებში ჩამონტაჟებული მინი კაბინებით სანამ ყველაზე დაბალ დონეს არ მიაღწიეს.
- სადგურის მთლიანი რუკა შენს ტელეფონშია, წესით არ დაიკარგები, წამოდი.
ბრამი კაბინიდამ გავიდა და დერეფანს გაუყვა, აქ კედლები უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, ჭერიც უფრო დაბლა იყო დაშვებული და თანამედროვე ნათურები უფრო მკრთალად ანათებდა.
- აქაურობას მუცელს ვეძახით. აქ ჩამოსვლა არასდროს არაა საჭირო, გარდა იმისა, როცა რამე ზიანდება. წესით.. - წესით? ამაზე ბრამს არ უპასუხია გზა განაგრძო სანამ დერეფანი არ დამთავრდა და პატარა ოთახში არ აღმოჩნდნენ. რვა დერეფანი ერთხებოდა აქ და ჭერში ჰაერის ვენტილაციის სარკმელი ჩანდა.
ერთი შეხედვით არაფერი იყო ამ ოთახში უცნაური გარდა ჭერში ჩამოკიდებული ძველისძველი ნათურისა. ასეთები ბილის მხოლოდ მუზეუმში თუ ენახა, უძველესი გამჭვირვალე შუშით და მოლიცლიცე ყვითელი შუქით.
- ზუსტად არავინ იცის რამდენი ხანია რაც ეს აქ კიდია, მაგრამ მინიმუმ ოთხასი წელი მაინც იქნება. არც ერთხელ არ გამოცვლილა, მხოლოდ ერთხელ სცადეს მოხსნა. ბილი, ცივისის ისტორია როგორ იცი? - ასე თუ ისე. - თუ გახსოვს რა მოხდა 25 აგვისტოს ც.დ. სამას მეათე წელს? - რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ამოუხსნელი კატასტროფა, როდესაც თითქმის ოცი ათასი ადამიანი მოიწამლა და მოკვდა ერთი დღე ღამის განმავლობაში. ნუთუ? - კი ბილი, სწორედ მაგ დღეს სცადეს ამ ნათურის მოხსნა.
სიჩუმემ თითქმის მთელი წუთი გასტანა. ბრამი კედლის ძირში უხმოდ ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა.
- ეს პაპაჩემის იდეა იყო, მან გადაწყვიტა ეს გაეკეთებინა, მისი სასჯელი კი ეს იყო, ცენტრალმა გადაწყვიტა, რომ ყველა მამრი ვინც კი ჩვენი ჯიშიდან დაიბადება აქ გამოუშვას, ჩვენ კი იძულებული ვართ ვიმუშაოთ რათა ყველა მდედრი უსაფრთხოდ იყოს ზემოთ. ამას ასე ადრე არავის ვეუბნები ხოლმე, მაგრამ წინა შვიდი ადამიანი ძალიან მალე დაიკარგა და მინდა შენთან გულახდილი ვიყო.
ბრამი დადუმდა და სახე ხელებში ჩარგო. ბილიმ არ იცოდა თვალები სად წაეღო, უხერხულობამ იმატა და ისევ ნათურას ახედა.
მიუხედავად იმისა, რომ კედლებზე სხვა განათება საკმაოდ მძლავრი იყო, ეტყობოდა რომ ეს ყვითელი შუქი ჯაბნიდა ყველას.
ბოლო უცქერდა ნათურას და უცებ გააცნობიერა, რომ თვალს ვერ სწყვეტდა, ან რატომ უნდა გაეხადა გვერდით. სითბომ სხეულში დაუარა და ნესტიანი სიცივე, რომელსაც აქამდე გრძნობდა განდევნა.
ცნობისმოყვარეობაშეპარული სკეპტიციზმი განელდა და მანქანების ყრუ გუგუნი მიჩუმდა. იმავე წამს ბრამმა მხარზე ხელი დაჰკრა და ბილი გამოფხიზლდა.
- მომნუსხავია ხო? მისმინე. როგორც უკვე გითხარი, ადრე სხვანაირად ვაკეთებდი ამას, ხალხს ვაძლევდი საშუალებას რომ თავად მოეგნოთ აქაურობისთვის. ახლა კი მინდა, რომ ეს ყველაფერი დავაჩქაროთ ახალი სისხლი სჭირდება აქაურობას სანამ ყველანი ჭკუიდან შევიშალეთ.
ბრამმა ნათურის გვერდით მოქანავე ჩამრთველი ხელი მოჰკიდა და ჩამოწია.
მხოლოდ წამიერად ჩაქრა ყველაფერი. შემდეგ კი ისევ აინთო ყველა ნათურა, მაგრამ ბრამი აღარსად იყო, ბილი მარტო იდგა ოთახის შუაში.
დერეფნებში ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო სინათლემ ქრობა, სანამ მხოლოდ ცენტრში დარჩენილი ერთადერთი ნათურა არ ანათებდა.
ბილის უხეშად გაეღიმა. ფაქტი, რომ ეს რეალობა იყო ესიამოვნა. შიში და აღტაცება ერთმანეთში იყო აზელილი და რაღაც ავხორცხს ქმნიდა. თვალის კუთხეში დაინახა რომ იატაკზე რაღაცამ გაირბინა, იმავე წამს იმ მხარეს შებრუნდა, მაგრამ არაფერი დახვდა, ჩუმი ნაბიჯების ხმა ისმოდა ყველა მხრიდან, ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ნათურის სინათლემაც იწყო კლება და კიდევ ის რომ ფეხის ხმა არ ჰგავდა ადამიანისას.
ბილიმ ღრმად ჩაისუნთქა და აკალებულ მარჯვენაზე აკანკალებული მარცხენა ხელი მოიკიდა.
სინათლე იმდენად უცებ ჩაქრა, რომ ბილი შეტორტმანდა, ადგილზე დატრიალდა და თავი ძლივს შეიმაგრა. აბსოლიტური უკუნი იწვა მის გარშემო, არაფრის ხმა აღარ ისმოდა. მიწიდან უკვე ათასობით მეტრის სიღრმეში, აი აქ და ახლა ბილი მარტო იყო ვინ იცის ვის და რის წინაშე.
სიჩუმემ და სიბნელემ ათიოდე წამი გასტანა, მაგრამ ეს საკმარისი იყო ნებისმიერი ადამიანის გასატეხად. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბილი არ იყო ნებისმიერი ადამიანი.
მიწიდან რამოდენიმე მეტრზე წყვილი კაშკაშა მეწამული მომცრო თვალი აინთო. თითქოს ცეცხლი ეკიდა თვალებს. ერთ წყვილს მეორე მოყვა, მეორეს მესამე, იქამდე სანამ მთელი იატაკი თვალებით არ აივსო. მხოლოდ ერთი წყვილი ეკიდა ჰაერში.
უცებ სინათლე აინთო და ანთებული თვალები გაქრნენ, როგორც კი ბილი შუქს მიეჩვია ყვირილი ყელში გაეჩხირა. ასობით თვალებდათხრილი კნუტი გაუნძრევლად უცქერდა მას. ყველა უკანა თათებზე იჯდა და მისახტომად იყო მზად. ამოჩიჩქნილი თვალებიდან ზოგს ჯერ კიდევ სდიოდა სისხლი.
იატაკზე სისხლის გუბე დადგა და ბილის ფეხსსცმელსსც მისწვდა. სისხლი მოდიოდა ყველა მხრიდან და მხოლოდ მისი ჩუმი დინება ისმოდა.
მოულოდნელად შუქი ჩაქრა, აინთო და ბრამი გამოჩნდა. ყველა კატა გაქრა.
ბილიმ წონასწორობა დაკარგა, მაგრამ ბრამი შეეშველა.
- ჩემი გესმის? გახსოვს ვინ ხარ? მიპასუხე! - მე.. მე ბილი ვარ - მადლობა ცივისს, შენ გადარჩი. ანუ არ დაგლიჯეს - ეს რა..ეს რა იყო? ილუზია? - ფეხსაცმელზე დაიხედე. ბილის ხერხემალში ჟრუანტელმა დაუარა.. ორივე ფეხი სისხლით ჰქონდა დასვრილი.
2
ბილი თვალებგახელილი იწვა საწოლზე და ჭერს უყურებდა. მუცლიდან ბრამმა პირდაპირ საკუთარ ოთახში წაიყვანა და იქ დატოვა. წასვლამდე დაარწმუნა, რომ არაფერი არ ემუქრებოდა. - თუ იქ არ დაგიშავა არაფერი, ესეიგი მტრად არ აღვიქვამენ, არ ვიცი რა კრიტერიუმებით აფასებენ, მაგრამ შენ მათი გამოცდა ჩააბარე.
ბილის ძილი ერეოდა, მაგრამ კანკალი ვერ დაიწყნარა. ახლაც ახსოვდა ცარიელი ფოსოები და სისხლი რომელიც სიცარიელიდან მოწვეთავდა. ბოლოს წამოდგა და ყელში წავიდა
წყლის ხმა მასზე კარგად მოქმედებდა, გონება გაინთავისუფლა და შემაღლებულ ადგილას ჩამოჯდა. ჯიბიდან სახლიდან წამოღებული მენთოლის საწუწნი კანფეტი ამოიღო და ორი ერთად ჩაიგდო პირში. მომწარტკბილო გემომ მაშინვე დაუსერა ისედაც გაუბედურებული ენა და ისევ წყალს ჩააშტერდა.
კანკალმა გაუარა და მისი ადგილმა სიცხემ შეანაცვლა. გრძნობდა რომ მისი სხეული აღტაცებული იყო, ასე ცოცხლად თავი არასდროს უგრძვნია. არ იცოდა ეს რა არის და რა ელოდა წინ, მაგრამ ის ზუსტად იცოდა, რომ განვლილი ოცდახუთი წლის განმავლობაში ეს საუკეთესო დღე იყო მის ცხოვრებაში.
ამ ფიქრებში უცებ შეამჩნია, რომ საიდანღაც ჩურჩული მოდიოდა. ზუსტად ვერ გაარჩია საიდან, თითქოს ხმა წყალს მოყვებოდა, ყურები დაძაბა, მაგრამ ხმა ისევ ისე შორიდან მოდიოდა.
ფეხის ხმაზე შებრუნდა და მისკენ მომავალი მაღალი და გამხდარი მამაკაცის ფიგურა მოემართებოდა.
ახალმოსულმა ბილის შეხედა, თავი დაუკრა და წყალს ჩახედა. უცნობი შავ სამოსში იყო გამოწყობილი და ერთი თვალი ახვეული ჰქონდა, ყურებზე კი დიდი, ხმის დამხშობი ყურსასმენები ეკეთა. ბილი გაოცებული უყურებდა თუ როგორ მივიდა ეს უკანასკნელი და კედელში დატანებულ კარში შევიდა, კაბიან ქვემოთ დაეშვა, ყელში. ბილიმ მხოლოდ ახლა შენიშნა მომცრო ოთახი მორევის გვერდით კედელზე სადაც შუქი აინთო.
ბილის ინტერესი კლავდა ამიტომაც ბრამის მოსაძებნად გაეშურა. ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ სასადილო ოთახში იპოვა სამ უცნობთან ერთად. ბილი ელოდა რომ ბრამი მათ ერთმანეთს გააცნობდა, მაგრამ მის დანახვაზე ბრამი მარტო დატოვეს და ცალკე მაგიდაზე გადასხდნენ.
- თავს როგორ გრძნობ? მიდი აიღე და ჭამე რამე. თუ ისევ ისე დაზაფრული ხარ? ზემოთ ალბათ ასეთები არ ხდება. ბრამს სიცილი თითქოს ყელში გაეჩხირა. - შენ ზემოთ არ ყოფილხარ? - აჰ კი, აქ კი არ დავბადებულვარ, აქ ყველა თხუთმეტი წლიდან მოჰყავთ, ნუ ჩვენს საგვარეულოს ვგულისხმობ, თორე ისე ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს თუ კანონს დაარღვევს. ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია რომ საკუთარი ნებით ჩამოხვედი. ბილიმ მხრები აიჩეჩა. - არასდროს მომწონდა ქალაქი და ხმაური, ამდენი წესი და სოციუმი. წესები არ შველის წითელ ზონას, მწვანეში მოხვედრა კი შენც იცი რომ შეუძლებელია. - მგონი უკვე გაჩვენე რომ შეუძლებელი არაფერია ამ ქვეყნად. ბილიმ კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები. - ეს სხვაა, აქ ცენტრალი არ აკონტროლებს შენს ყველა ჩასუნთქვა ამოსუნთქვას. და ჩემს გარდა არის აქ ვინმე ვინ თავისი ნებით მოვიდა, ან დამნაშავეა? ბრამმა თვალი თვალში გაუყარა. - არა, არავინ, აღარავინ. - მისმინე, სანამ შენ გიპოვიდი... და ბილიმ მოუყვა უცნაურ უცნობზე და ჰკითხა თუ რაში იყო საქმე.
ბრამმა ლუკმა გადაყლაპა, აუჩქარებლად მოსვა სითხე ჭიქიდან და თავით ანიშნა რომ გაჰყოლოდა.
ბრამმა ისევ ყელში წაიყვანა და გადასახედთან გაჩერდნენ.
- იმ ოთახს გულს ვეძახით და ისაა მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვართ აქ, სიმართლეს გეტყვი, აქ ადამიანების არსებობა საჭირო არ არის. ყველაფერი ავტომატურია. ბრამი გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა. - გესმის? ბილი უცებ ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა, მაგრამ შემდეგ ისევ ჩაესმა შორეული ჩურჩული. - კი მესმის, რა არის ეს? ვისი ჩურჩულით. - მეც მხოლოდ ჩურჩული მესმის, ერთადერთი გზა, რომ გაიგონო კარგად ხმა ყურების დათმობაა, დანახვაც შეიძლება ოღონდ მხოლოდ გულიდან და იმ შემთხვევაში თუ თვალებს დათმობ. - როგორ თუ დათმობ? - კატებს დაუთმობ. ეს ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხი, მაგრამ ბრამს აღარ გაუგრძელებია. - და რა ისმის? - ყველაფერი, მე ამიკრძალეს დათმობა, მითხრეს რომ აქ ადამიანიცაა საჭირო, ვინც ზედამხედველობას გაუწევს სხვებს. არ გეწყინოს რომ ზედაც არ გიყურებენ, ჯერ რომ უცხო ხარ, მეორეც არ სჯერათ რომ დიდი ხანი დარჩები აქ. - და მაინც რა ისმის? - ყველაფერი. ადამიანი წყალს ყველაფერს უყვება, უნდა ეს თუ არა.
ამასობაში გულში სინათლე ჩაქრა და კაბინა დაიძრა. კარები გაიღო თუ არა უცნობი გამოვიდამ ფერი ჰქონდა დაკარგული და შესამჩნევად კოჭლობდა. ბრამი ახლოს მივიდა და მხარზე ხელი დაადო. ამჯერად უცნობს ბოლოსთვის არ შეუხედავს.
- ერთს გირჩევ რადგან მჯერა, რომ აქ დიდხანს დარჩები, სახელები არ ჰკითხო მათ ვინც დათმო. ეს ტკივილის მეტს არაფერს მოუტანთ მათ.
ბილიმ უკვე აღარ იცოდა რა ეკითხა, რაც უფრო მეტს იგებდა, მით უფრო გაურკვეველი ხდებოდა ყველაფერი.
- მე რა მევალება? - ამ ეტაპზე არაფერი, შენ გამოცდა ჩააბარე, ასე რომ უბრალოდ აქ იქნები და ადრე თუ გვიან შენც მოგიწევს წასვლა ან რამის დათმობა. ბილიმ შეამჩნია, რომ ბრამი რაღაცას არ ეუბნებოდა და უცებ გონება გაუნათდა. პირი გაუშრა და ენა ძლივს მოაბრუნა სიტყვების გასაჟღერებლად.
- აქედან ზევით ვერავინ ბრუნდება.. ბრამმა თვალი აარიდა და წყალს ჩახედა. - აქედან მხოლოდ ერთადერთი გასავლელი არსებობს და ის ყელის გავლითაა. |ხაროს| გარდა ჩვენ ვერსად წავალთ.
3
ბილი წინ და უკან დადიოდა დერეფნებში და ოთახებში. მიწისქვეშა შენობის მთლიანად შემოვლას საათები დასჭირდებოდა, ამიტომაც სავალი ბევრი იყო, ისევე როგორც საფიქრელი.
როგორ ბრამმა უთხრა, აქედან უკან ვერავინ ბრუნდებოდა, ცენტრალს ეს არც ადარდებდა, ახლა მიხვდა თუ რატომ გაქრა მისი ტელეფონიდან ყოველგვარი წვდომა გარე სამყაროსთან.
ფეხებმა ისევ ყელთან მიიყვანა, გულში ვიღაც იყო და უსმენდა. მოთქრიალე წყალი და სხვადასხვა ადგილას გაფანტული თეთრი ყვავილები უკვე აღარ ეჩვენებოდა უცხოდ, არც ჩურჩული აწუხებდა.
შიმშილმა ცარიელ სასადილო ოთახში მოიყვანა, სადაც საკმაოდ გემრიელი წვნიანი დახვდა რომელსაც ზემოდან უგზავნიდნენ უხვად.
"მე ცას ვეღარასოდეს ვნახავ". ამ ფიქრზე გაეღიმა, ტუჩები ბოლომდე აეპრიხა. უკან დატოვა ყველაფერი რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ამ ქვეყნად: ქალაქი ცივისი.
იცოდა რაც უნდა ექნა, ზუსტად იცოდა როდესაც მუცლისკენ დაეშვა ყველას და გაუფრთხილებლად. აქ და ახლა დასრულდებოდა მისი ადამიანობა.
ცივისში რელიგია არ არსებობდა მაგრამ ის გულში ყველა ღმერთს მადლობას სწირავდა ამ შანსისთვის.
ნათურასთან შეყოვნდა და ღრმად ჩაისუნთქა. ლაღად მოკიაფე ყვითელი შუქი უხმობდა. ბოლოს ზონარი მოქაჩა და დათმო ყველაფერი რაც გააჩნდა.
4
ამჯერად არც თვალები ანთებულა და არც სინათლე ჩამქრალა, პირიქით, ყველაფერი გაიცრიცა და თეთრი უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა ბილი. ან უკვე იყო უფსკრულში, ვერ არჩევდა, ყველაფერი ერთი ფერის თეთრი გახდა.
ბილი ყველაფერისთვის იყო მზად, ღრმად ჩაისუნთქა და შეემზადა.
- მოვედი რათა დავთმო და შემოგწირო ყველაფერი რაც გამაჩნია. - ნუთუ? ხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბილი შეკრთა. განსაკუთრებით კი იმიტომ რომ ეს ხმა საოცრად მიმზიდველი და ტკბილი იყო. ქალური ეშხი და ოცდაათი წლის მომწიფება იგრძნობოდა ამ აბრეშუმით დართულ ხმაში.
- და რისთვის ხარ მზად, ბილი ბიჭუნა. რას ელი? გგონია უმტკივნეულო იქნება? ან შენ ღამით განსაკუთრებული ხარ სხვებისგან?
ხმა ყველა მხრიდან მოდიოდა, უეცრად უკიდეგანო თეთრში შავი ფიგურები გამოიკვეთა.
- მოდი გაჩვენო თუ რას ნიშნავს დათმობა და შეწირვა ჩვენთან. ამ სულიერმა გადაწყვიტა, რომ ერთი თვალი დაეთმო, იფიქრა რომ ერთი არაფერს ცვლიდა და უცებ ჩაივლიდა ეს ყველაფერი. კარგად დააკვირდი.
ბილი ახლოს მივიდა მოგონებასთან და შეეცადა კარგად დაკვირვებოდა, ხვდებოდა რომ მასაც ეს ბედი ელოდა..გაასმაგებული.
შავებში გამოწყობილი უცნობი ნათურას მიუახლოვდა და ზონარი მოქაჩა. იმავე წამს მის გარშემო ათასობით კატა გაჩნდა. ბილი მიხვდა, რომ რაც მან ნახა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ უთვალავი კატიდან რომელიც გამოჩნდა.
- დიადო სულო, მე მზად ვარ დავთმობ ჩემი თვალი. რათა მივიღო შენი კურთხევა. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მოწყვეტით დაეცა იატაკზე. ბილი ხედავდა როგორ მოძრაობდადა კანკალებდა სხეული, უხილავად იყო შებოჭილი, მაგრამ ბოლომდე არა.
იმავე წამს ერთი კატა გამოვიდა რიგიდან და სახეზე ააცოცდა სხეულს, თავი დახარა და კბილებით დააცხრა თვალს. ყვირილმა გაკვეთა ჰაერი. სხეული იკლაკნებოდა და დასხლტომას ცდილობდა, მაგრამ სანამ კატამ მთლიანი მარცხენა თვალი და მისი ქუთუთო არ შეჭამა მანამდე არ ჩამოვიდა.
უცებ შეჭმული თვალი გამთელდა და რიგიდან მეორე კატა გამოვიდა.
ბილის სხეულის ყველა უჯრედს გააკანკალა, უყურებდა როგორ ჭამდა იგივე თვალს თავიდან მეორე კატა და როგორ იგრიხებოდა ტკივილისაგან სხეული.
უცებ მოგონება გაიფანტა და ბილის გვერდით ზორბა კატა გამოისახა. ისეთივე თვალებდათხრილი როგორც ყველა სხვა.
- ახლა უკვე იცი რაც გელის. ნანობ? ბილიმ ამოთხრილ ფოსოებს ჯიქურ ჩახედა და უთხრა. - ერთადერთი რასაც ვნანობ სიცოცხლეა აქამდე. კატა დიდი ხანი არ განძრეულა. შემდეგ ერთიანად გაიშალა ცამეტი ათას ხუთას ოცდასამ კატად და ბილი მოწყვეტით დაეცა იატაკზე.
5
ბრამი თავის კაბინეტში მონიტორს ჩაჰყურებდა ჭიქიდან უშაქრო ყავას შეექცეოდა. კარი ისე გაიღო და ისე შემოვიდა მისი ბიძაშვილი შვილის შვილი რომ თავი აუწევია.
- ბილი ბიჭი ჩაიძირა. ბრამმა თავი დაუკრა და აჯაგრულ წვერზე ხელი ჩამოისვა. - ბრამ, რატომ ვაკეთებთ ამას? როგორც იქნა ბრამმა თავი ასწია და ჯიქურ შეხედა. - ასეთი სულელური კითხვა ჯერ ჩემთვის არც ერთს არ დაუსვავს. ვიდეო არ მიიღე თუ რა ხდება? - არა კი მივიღე, მე უბრალოდ... - შეხედე! შეხედემეთქი. ამის თქმაზე ბრამმა ეკრანი შემოაბრუნა და დაანახა შვიდ წლამდე გოგონა და დედამისი რომლიც გაშეშებული მზერით გაჰყურებდა ჰორიზონტს სათამაშო მოედნიდან.
- მაპატიე, უბრალოდ არ ვიცი ბილისთან დაკავშირებით რა მოხდება. - საერთოდ რატომ ჩამოუშვეს საკუთარი ნებით, რა უგულობაა. ერთი მარტოსული ადამიანი იყო და სიკვდილისთვის გაწირეს. ბრამმა სიმწრით გაიცინა. - ერთხელ მაინც გინახავს ცენტრალისგან მოწყალება? მთლიანი ცივისი რკინის მუშტზეა აგებული, სადაც ცალკე აღებული არავინ არსებობს. ბრამმა თავი გააქნია და ისევ ეკრანს დააცქერდა. - ბრამ, რაღაც ისე არ არის. - რას გულისხმობ? - მეინჩიშმა მომიყვა უცნაურობა, რაც წყალმა მოუყვა, დღეს მეც ვნახე რაღაც აუხსნელი. - რა მხრივ აუხსნელი, ესე გამოცანებით ნუ მელაპარაკები გთხოვ.
~~~~~~~
ნოემბრის სუსხის უგულველყოფა უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ გულანთებული წყვილისთვის გაყინული ხელები და ცხვირი წინაღობა ნამდვილად არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მზე წითელი ზონის კედელს მიეფარა და უფრო საგრძნობლად აცივდა, გაი და მილინდა ისევ ისე ისხდნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთის ყურებით.
ცივისის ზურმუხტის პროვინციაში ამ დროს უკვე ხალხი სახლებში ან უბრალოდ შენობებში იყო. ახალი საზამთრო ცენტრები, სადაც ყველაფერი გასართობი იყო დახურულ, გამთბარ სივრცეში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მილინდა მორცხვობდა, პირველი სიყვარული მაინც უფრო ტკბილი და ემოციურია, ცხრამეტი წლის განმავლობაში პირველად ეწვია ეს ალმოდებული გრძნობები. არც გაი იყო უკეთეს მდგომარეობაში, ისიც ისევე იწვოდა. ის თვალებით შთანთქავდა გოგონას. ორი სხვადასხვა გვარად მოელვარე ადამიანი, ერთი გრძნობით ანთებული გულით და საერთო ბედისწერით.
- გცივა? - ცოტა? - გინდა სადმე წავიდეთ? რომელიმე კაფეში? - არა, აქ მირჩევნია. შენთან
გაიმ ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა მილიონად და გაუღიმა. ამ უკანასკნელმა წამიერად შეხედა თვალებში და ისევ გვერდით გაიხედე, ოდნავ მიიწია ბიჭისკენ და მხრით შეეხო.
- მილ.. - გისმენ გაი. - გინდა ხვალ ვარსკვლავების საცქერად წავიდეთ? თუ ამინდი იყო რა თქმა უნდა. - მინდა გაი, წავიდეთ. - მილ... - გისმენ გაი. - გინდა იმ ახალ ვაფლის სახლში წავიდეთ? აქებენ ძალიან. - წავიდეთ გაი. მე ყველგან წამოვალ.
მილინდამ გაის თვალებში შეხედა, ბიჭის მზერა ოდნავ გაფართოებული, თუმცა ცხრათვალა მზის ნამცეცებით იყო სავსე. გოგონას ლოყაზე შეეხო და თავი ახლოს მისწია.
გოგონამ წამიერად გაიფიქრა უკან გაწევაზე, მაგრამ იგრძნო რომ ეს მასაც უნდოდა.
ბიჭის და გოგოს სხეული სასხლეტივით იყო შემართული. სხეულში ყველა უჯრედის ელექტრონული იმპულსი ერთად ამხედრდა და როგორც კი ბაგე ბაგეს შეეხო აალდნენ.
პირველი კოცნა, პირველი ამბორი. აცახცახებული და ათრთოლებული ტუჩები. ნაზი მოძრაობა, გაუზრებელი, პრეისტორიული ლტოლვა და ახალგაზრდა სისხლი ერთად ჩქეფდა ორივე სხეულში ხმამაღლა.
იმდენად ხმამაღლა, რომ ვერც ერთმა ძვერ შეამჩნია გულისცემა რომელიც ნელნელა ძლიერდებოდა მათ გარშემო და არცერთს არ ეკუთვნოდა.
გულის ცემას ვერც კი დაუძახებდით ერთი მოსმენით. უფრო შორეული გონგის შემოკვრას ჰგავდა. მაგრამ ის სულაც არ იყო შორეული და ნელნელა ახლოვდებოდა.
მცირე პარკი, ოცამდე ახლო-ახლო დარგული ხით კუნძულივით იყო ცარიელი ქუჩების ზღვაში.
პირველი მელინდა გამოერკვა. - გესმის? - რა? რა მესმის? - რა გუგუნია? ბიჭი დაბნეული იყურებოდა აქეთ იქით, მასაც ესმოდა ხმა, მაგრამ ნამდვილად არ ადარდებდა, ის უფრო გაწყვეტილი კოცნაზე ფიქრობდა.
მოულოდნელად ხის უკნიდან, მაღალი ფიგურა გამოეყო და ახალგაზრდების წინ შუქზე გამოვიდა.
- არა ტკბილებო ჩემს გამო ნუ შეწყვეტთ. გთხოვ განაგრძეთ. ამ სიტყვებზე ენით აღუწერელად ლამაზი ქალი გამოეყო. გაის თვალები გაუფართოვდა და ჯერ კიდევ მილინდას გემოთი დაცვარული ტუჩები მოილოკა. უცნობმა ჩაუარა და მათ წინ ჩამოჯდა.
კაშკაშა ყვითელი გრძელი თმაზე თეთრი სადა წელში გამოყვანილი გრძელი კაბა ემოსა და უძიროდ ღრმა შავი თვალები ჰქონდა. გუგუნი არ წყდებოდა, უკვე შემაწუხებელი ხმა ისმოდა.
- არა სერიოზულად, ჩათვალეთ რომ აქ არ ვარ. - უკაცრავად მაგრამ ასე არ არის ლამაზი, შეგიძლიათ დაგვტოვოთ? უცებ გაიმ წარმოიდგინა, როგორ გაქრებოდა ეს ქალი მისი ხედვის არიდან და მოიწყინა. - ბოდიშკ თქვენი სახელი? - მე ჰართი მქვია. - უცნაური სახელია კაცისთვის. - კაცისთვის?? გაიმ გაოგნებულმა შეხედა მილინდას.
- ოხ ეს ჭკვიანი თაობა, მე კიდევ მსურდა ცოტა კიდევ მესაუბრა თქვენთან. ამის თქმაზე ჰართმა თითები გაატკაცუნა და ყველაფერი შავში ჩაიძირა და გაიმ გონება დაკარგა.
გამოღვიძება უცნაური იყო. ორიენტაციის შეგრძნება არ გააჩნდა, სად იყო მაღლა ან დაბლა. მხოლოდ ის იცოდა, რომ სკამზე იჯდა მილინდას გვერდით, რომელიც აშკარად მის გვერდით ფხიზლდებოდა.
- გვრიტებო გვრიტებო, გთხოვთ არ შეგეშინდეთ. ყველაზე მეტად მაგ გრძნობას ვერ ვიტან. ნუ შეგეშინდებათ ამოუცნობის, ყველაფერს ახლავე გეტყვით.
ხმა ჩაბნელებული ოთახის კუთხიდან მოდიოდა. გაიმ მიმოიხედა და ვერაფერი გაარჩია. ერთადერთი სინათლის წყარო მაგიდაზე დანთებული ადამიანის გულის ფორმის სანთლები იყო.
- ვინ ხართ და რა გინდათ? აქ როგორ მოგიყვანეთ? - ო ჩემო კარგებო აქ თავად აღმოჩნდით. ჩემი ბრალი არაა რომ ასეთი გემრიელი სიყვარული გაქვთ. ასეთი ქორფა და სურნელოვანი. ყველა გრძნობა ტვინში იბადება, მაგრამ უმეტესობა იქვე კვდება, მაგრამ ისეთი სიყვარული როგორიც თქვენია, პირდაპირ გულში მოწვეთავს ზემოდან.
ამ სიტყვებზე სიბნელეს გამოეყო ჰართი. ის შიშველი იყო, მაგრამ გაის წამიერი აღტაცება ყელში გაეჩხირა. ჰართი ხორცის გროვად ქცეულიყო, სახის გარეშე. ის სისხლივით წითელი იყო, საკმაოდ გამოყვანილი ფიგურით, მაგრამ უცნაური ხაზებით და ძარღვებით.
ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, რომ ის ფეთქავდა რიტმულად, საოცარი ხმაურით.
- პატარებო პატარებო, ყველაფერი კარგად იქნება, მალე სამუდამოდ ერთად იქნებით. ხომ გაგიგიათ სიკვდილიც ვერ დაგვაშორებსო.
გაიმ გაიბრძოლა, მაგრამ სხეულს ვერ იმორჩილებდა, გრძნობდა, როგორ ცდილობდა მილინდაც, მაგრამ არც ერთს არ შეეძლო არაფრის გაკეთება.
- გპირდებით არ გეტკინებათ, უფრო მეტიც, ვეღარასდროს ვეღარ იგრძნობთ ვერას... შენ აქ რას აკეთებ.
ჰართის ხმაში შეშფოღება ჩაიღვარა. გაიმ დაინახა, როგორ განათდა მის მარჯვნივ ლურჯად კედელი და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი მოუახლოვდათ.
- აქ როგორ შემოაღწიე? - რატომ ასეთი ტონი ჰართ? - ეს ჩემი სამფლობელოა, მეგონა მხოლოდ მე მეკუთვნოდა. - ასეცაა, მაგრამ მე რომ არა, შენ ისევ იმ თხრილში ეგდებოდი, ადამიანები გიპოვნიდნენ და ვინ იცის რა ექსპერიმენტებს ჩაატარებდნენ, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა აქვთ საუკუნეების მანძილზე ჩადენილი. - რატომ მოხვედი? - რამოდენიმე დღეში შენი ჯერი იქნება, რომ ვალი გადამიხადო. ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ორი ძმის, არ იფიქრო, რომ შენ გჩაგრავ. - რა უნდა გავაკეთო? - ამას მოგვიანებით გეტყვი, მაპატიე რომ შემოგეჭერი, ეს ტერიტორია არ დატოვო, მაგრამ ბევრსაც ნუ ინადირებ, ზუსტად არ ვიცი ყავთ თუ არა ადამიანების ლიდერებს ვინმე შერისხული მზად ასეთი ამბებისთვის.
ამ სიტყვებზე უცნობი იმავე გზით გაბრუნდა საიდანაც მოვიდა. ჰართი ცოტა ხანი ჩუმად იდგა, შემდეფ ისევ ახალგაზრდებს მიუბრუნდა.
- არა ვიცი, რომ მასთან ვალში ვართ ყველა, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ამბავი. ჩემი ძმების გაცნობასაც კი მიკრძალავს. - გთხოვთ, გაგვიშვით, რა გინდათ ჩვენგან? სად ვართ? - პირდაპირ გეტყვი წამებას ვაპირებდი, მაგრამ მადა დავკარგე, ამიტომაც ... ამ სიტყვებზე ჰართი მილინდას მიუახლოვდა და გოგონას ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და თვალებში ჩახედა.
გაი ყველანაირად ცდილობდა განთავისუფლებას, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.
შიში ცრემლებად იღვრებოდა გოგონას სახეზე. ჰართს სახე რომ ჰქონოდა, ალბათ ღიმილით დაიხრჩობოდა.
მონსტრმა ხელი ასწია, რომელსაც ფრჩხილები არ ჰქონდა და უბრალოდ ხორცის მფეთქავი მასა იყო როგორც მისი მთლიანი სხეული და მილინდას გულში ჩასცა.
გოგონას არ დაუყვირა, არც სისხლი წამოსვლია პირიდან. ტკივილიც არ ყოფილა, ერთ წამს გაოგნებამ გადაურბინა სახეზე, მაგრამ როგორც კი ჰართმა ხელი უკან წაიღო და გოგონას გული ხელში აჰყვა მაშინვე წაეშალა სახე. გაოგნება უკანასკნელი ემოცია იყო, რომელიც მილინდამ იგრძნო.
ჰართმა გული იქ მიიტანა სადაც ყელი უნდა ჰქონოდა, ხორცი გაიხსნა და ხვრელი გამოჩნდა, რომელმაც ხმაურით შეისრუტა მფეთქავი ორგანო.
ჰართი გაისკენ შებრუნდა.
6
- ... გაი და მილინდა უგონოდ იპოვეს იმავე პარკში. ორივე ჯანმრთელია, მაგრამ არც ერთს არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. გაის წყალი იმდენად უემოციო იყო ამ ამბის მერე, რომ მისი მონაყოლი ძლივს გავარჩიე. მილინდასიც. წყლის არქივი შევამოწმე, ეს მესამე წყვილია, წინა ორი წითელ ზონაში მოხდა და ამიტომაც არ მოაღწია ჩვენამდე ასე ცხადად. ბრამ რა უნდა ვქნათ?
ბრამი ჩაფიქრებული იჯდა და წვერზე ხელს ისმევდა.
- აღწერე ყველაფერი და გავაგზავნოთ. ისედაც გვკითხავენ მალე. - ბრამ შენ თვითონ რას ფიქრობ, სამასი წელია აქ ხარ, ასეთი რამ თუ გსმენია. ბრამმა თვალები დაუბრიალა, თუმცა მოეშვა. - ჰეკტ, ცივისი არ შეცვლილა ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ცენტრალმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მეორედ ვეღარ გადავშენდებით. ასობით ბერკეტი არსებობს, ყველაფრის წინააღმდეგ. მინახავს თუ არა ასეთი რამ? არასოდეს. მაგრამ უარესი ნამდვილად.
ბრამს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ მის წინ ეკრანი აინთო, სადაც ჩანდა როგორ გაჩნდა ბილი არსაიდან ავადსახსენებელი ნათურის ქვეშ, ამ უკანასკნელმა დამალულ სათვალთვალო კამერას ახედა და ბრამს გაუღიმა. მას სხეული მთელი ჰქონდა.
ბრამი მარტო შეხვდა ბილის ყელში. ახალგზარდა წყალს ჩაჰყურებდა და უძრავად იდგა სანამ ბრამი არ მიუახლოვდა, ამაზე ის შემობრუნდა, ისევ ის ღიმილი აჰკვროდა სახეზე.
- ბილი, როგორ ხარ? რა დათმე? - ყველაფერი. ის ისევე იღიმოდა, არცერთი წამით არ ჩამოწეულა ლაპარაკისას მისი ტუჩები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტყვა გამართულად ისმოდა. - გთხოვ ამიხსენი. - ბრამ ოგდი, სამას ორმოცდაჩვიტმეტი წლის. ეს შენ სცადე ნათურის მოხსნა და მაშინ დაიწყევლე, მათ ყველაფერი მითხრეს. ბრამი ჩუმად უსმენდა და ელოდა. - სიჩუმე არაფერს მოგიტანს ბრამ, წარსულის ცოდნა მომავლის გაგებაში ნამდვილად გვეხმარება, ის სამივე იდიოტური ფილოსოფია რომელსაც ცივისში ასწავლიან რაღაც დონეზე მართალია, მაგრამ მთლიანობაში სულერთია. ცივისი უნდა განადგურდეს.
ბრამს ჯერ გაეცინა, შემდეგ კი წყალში გადააფურთხა.
- და მაინც როგორ აპირებ ამას ბილი ბიჭუნა, თუ წარსული იცი, ისიც უნდა იცოდე რომ ცივისი აუღებელია, ცენტრალში რა ხდება ეგ ჩვენც კი არ ვიცით და არც მაგ კატებმა. და რაც ვიცით, იმის მიხედვით უნდა იცოდე რაზე ლაპარაკობ. და დამიჯერეთ პირველი ნამდვილად არ ხარ ვინც დათვრა ამ ახალი ძალით. - საქმე იმაშია ბრამ, რომ მათ მე წარსულის ხედვა არ მომცეს, მე ისევ არ მესმის ჩურჩული და ვერც ვერაფერს ვხედავ. ბრამმა წარბები შეიკრა და ხელები გადააჯვარედინა. - მაშ რა? ბილიმ უბრალოდ გაიღიმა. - მთავარი აქედან გაღწევაა. - კარგად იცი რომ ეგ შეუძლებელია. - ასვლა კი, ჩასვლა არა. - ბილი სისულელეს ნუ გააკეთებ, დარჩი და დაგვეხმარე, არ ვიცი რა ძალა მოგცეს, მაგრამ დღეიდან შენ შერისხული ხარ და შეგიძლია ცივისს დაეხმარო. - ო ნუ ღელავ, მე დავეხმარები ცივისს, ცენტრალის მოსპობით.
ამ სიტყვებზე ბილი მოაჯირს გადაევლო და წყალში ჩაეშვა, რომელმაც უმალ შთანთქა.
დინებამ ის მაშინვე წაიღო. ბილის | ხარო | ელოდებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიუხედავად იმისა, რომ გაუმართავი ნაწერია, საკმაოდ საინტერესოდ იკითხება, ჟანრის კანონებიც გათვალისწინებულია :)
ცივისი, თბილისი.... :)
მიუხედავად იმისა, რომ გაუმართავი ნაწერია, საკმაოდ საინტერესოდ იკითხება, ჟანრის კანონებიც გათვალისწინებულია :)
ცივისი, თბილისი.... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|