ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივნისი, 2020


ხაზები

  წვრილი წითელი ხაზი , წვრილი მაგრამ მკაფიო , კვეთს ნაფოტისფერ სიმრგვალეს და ჩერდება უსასრულოდ გადაშლილ კრემისფერ ფონთან . ისმის დაშლილი სამყაროს ჩუმი გოდება და უერთდება საიმედო კონსტრუქტორის დაულაგებელ ფანტაზიას . მუსიკა სადღაც დალაქავებულ ხაზებში უჩინარდება  და ღია ცისფერ საწყისს ებღაუჭება . ვასილი კანდინსკი  მოსწონს და როდესაც სადიპლომო ნამუშევარს წარადგენს , ეშინია ვინმემ ზედმეტი გავლენა არ შეამჩნიოს . დილით დედას გზის ფულის გარდა კიდევ სთხოვა ცოტა , წარმატებულ სადიპლომოს (რომელშიც დარწმუნებულია ) აღსანიშნავად . მამა რომ მოსწრებოდა მის ასეთ განვითარებას ბედნიერი იქნებოდა ბიჭი , მაგრამ აღარაა მამა და არც ცაში არსებული რამის სჯერა , მოკვდა და მორჩა . გოგო რომელიც უყვარს , ის დახატა და მასთან ერთადაც აღნიშნავს მცირე წარმატებას . გოგოც მხატვარია და ბიჭისგან განსხვავებით მონე მოსწონს . სადიპლომოს წინ გოგო ეუბნება , რომ ორსულადაა .
            მყვირალა ვარდისფერი ოვალები ისეა ერთმანეთისგან გამოყოფილი , რომ ვერ ხვდები სად უკავშირდებიან ერთმანეთს ან საერთოდ აქვთ კი კავშირი ?! შავი ხვეული ხაზები თითქოს ძალით ედებიან მეწამულისფერ ცენტრს და მცირედით იჭრებიან ვარდისფერ ოვალებში . მუსიკა არაა , სიჩუმეა აუტანელი და ბეტონისფერი ჩარჩო .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები