ავტორი: free_levani ჟანრი: პოეზია 17 თებერვალი, 2009
უბრალო ლექსი
დაგინახე, სულში ცხელი, როგორც ბოლი სიგარეტის შევიგრძენი. ცხელი, მწველი, ცოტა სველი. მომენატრე!.. სულს ფოთლებად მიეყინა შენი კოცნა, ისევ მინდა. დამავიწყდი მგონი თითქმის. ხანდახან კი შენი მზერა დილის სიზმრად ღილებს მიხსნის. დაგინახე... მომენატრე... დამავიწყდი სულ არ... თითქმის.