ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2020


DID

Dissociative identity disorder (DID)

მერგო ეგოების შიში
მათში
რომელიმე
მე ვარ
ვიშლი ამაზე ფიქრს ვიშლი
მე ვარ
რომელი მე
მათში
იქნებ რომელიმეს მითში
იქნებ რომელიმეს ფეტიშს
იქნებ რომელიმეს დისშვილს
რომელს
რომელი მე
ვგევარ
მერგო ეგოების შიში
ვერ გშლით
გონებიდან
ვერ გშლით
შემშლით ჭკუიდან და ითხოვთ
ერთხელ მოდი ჩვენთან
კიკიმორო
ეგო "მეგობრების" შიშში
რითმში რომ იკლავენ შიმშილს
ბოლო სართულისკენ
ლიფტში
მე ვარ
დავიღალე იმიტორო.

13.06.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები