 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 15 ივნისი, 2020 |
მ,ე ვარ ფეხებზე დამდგარი ტანი. ღანძილით სავსე მინდორს ეკუთვნის ვალდებულება ჩემი ატანის, სრესვის ფუნქციას ვახორციელებ. მ'ე ვარ დამხრჩვალი ზვიგენის თავი, კბილების რიგში მიჩანს სიწითლე, გადარჩენილებს ღიმილის ნაცვლად გუგებში ცქერას ვემათხოვრები. მ,ე ვარ სახუფი ცხელი ,,ბანკების", მათში ლაწ-წლაწა მასის სხეულიც, მონდომებიდან თადარიგამდე მაჯის მოკეცვას გამოქცეული გადაღლილობაც. ვარ იშვიათად - ცალი საყრდენი, მშიერი წეროს კლანჭი ჭაობში, ქერცლის ზედაპირს შეწებებული სისხლმოცარული რუხი წურბელაც. თანაბრად ვარწევ - ტალღებზე კანჯოს, ფუტურო ხეზე შეკიდულ ჰამაკს, უსაფრთხოებას რომელი დათმობს, ერთი მეორეს ეხმაურება. მ,ე ვარ ნაერთი ხსნარი ცვლილების, სისხლამდე უჯრედს სიცოცხლით ვჟღინთავ, ხან შეთავსებას ვებღაუჭები, ხან ლოკოკინებს კეფაზე ვისვამ და ვიტკეპნები. მირჩიე რამე ყეფაში მყოფო, სად დავიბადო დაუკითხავად, როგორ სხეულში მოვკალათდე შენ რომ არ შეგრცხვეს.
15 ივნისი 2020 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გილო, კარგია, ბანკებს ბრჭყალები მოუხდებოდა (ჩემი სუბიექტური აზრით), გუგებში ცქერას ვემათხოვრები ... - ეს მომეწონა.
გილო, კარგია, ბანკებს ბრჭყალები მოუხდებოდა (ჩემი სუბიექტური აზრით), გუგებში ცქერას ვემათხოვრები ... - ეს მომეწონა.
13. D ax...ver dagpirdebi... Arian mand egzotikis moyvaruli xalxi da ar dagwyveten guls D ax...ver dagpirdebi... Arian mand egzotikis moyvaruli xalxi da ar dagwyveten guls
12. :D სწორი გეზი გაქვს არჩეული. ხშირად მოდი და იკითხე აქ ყველაფერი ;) :D სწორი გეზი გაქვს არჩეული. ხშირად მოდი და იკითხე აქ ყველაფერი ;)
11. ))) ..........უკომენტაროდ:) ))) ..........უკომენტაროდ:)
10. რა მაგრად დამამშვიდე ადამიანო :))) მადლობა თუ ეგ გულწრფელი ზრუნვით შეძელი. რა მაგრად დამამშვიდე ადამიანო :))) მადლობა თუ ეგ გულწრფელი ზრუნვით შეძელი.
9. ეგზოტიკური ანუ რაღაც უჩვეულო, განსხვავებული....))) ცუდი არაფერი მიგულისხმია...))) ეგზოტიკური ანუ რაღაც უჩვეულო, განსხვავებული....))) ცუდი არაფერი მიგულისხმია...)))
8. არ ვიცი რას გულისხმობ ეგზოტიკურობაში, თუმცა შენი შეფასება და განწყობაა ეგ და უნდა არსებობდეს :)) არ ვიცი რას გულისხმობ ეგზოტიკურობაში, თუმცა შენი შეფასება და განწყობაა ეგ და უნდა არსებობდეს :))
7. ნამეტანი ,,ეგზოტიკური" ავტორი ხარ შენ...)) ნამეტანი ,,ეგზოტიკური" ავტორი ხარ შენ...))
6. ძაღლი ალეგორიაა და ვიცი რომ მიხვდი :) თუმც, იუ არ ველკამ: გაემიჯნე :) ძაღლი ალეგორიაა და ვიცი რომ მიხვდი :) თუმც, იუ არ ველკამ: გაემიჯნე :)
5. ძაღლების დამაკნინებელი გამონათქვამია და ვემიჯნები :))) ძაღლების დამაკნინებელი გამონათქვამია და ვემიჯნები :)))
4. "თუ ყველა იმ ძაღლთან შეჩერდი, რომელიც შემოგიყეფს, შორს ვერ წახვალო" - არ ვიცი ვისი სიტყვებია. სხვისი აზრის ყურებაში, ასევე ვერ წავა შემოქმედი ადამიანი შორს, რადგან ყველას საამოს მაინც ვერ შექმნის. "სხვა"-ში ის არ იგულისხმება, ვინც თქვენთვის ძვირფასია და ვისაც გული შესტკივა თქვენზე. "თუ ყველა იმ ძაღლთან შეჩერდი, რომელიც შემოგიყეფს, შორს ვერ წახვალო" - არ ვიცი ვისი სიტყვებია. სხვისი აზრის ყურებაში, ასევე ვერ წავა შემოქმედი ადამიანი შორს, რადგან ყველას საამოს მაინც ვერ შექმნის. "სხვა"-ში ის არ იგულისხმება, ვინც თქვენთვის ძვირფასია და ვისაც გული შესტკივა თქვენზე.
3. სხვისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი რატომ უნდა გახდეს ან თუ ასე მოხდება ეს რატომ შეიძლება გამოსავლად იყოს მიჩნეული - არ ვიცი. რაც შეეხება მოსაზრებებს და შეფასებებს, საინტერესოა. მადლობა დრო რომ დაუთმეთ. ბოდიში გაუგებრობებისთვის :)) სხვისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი რატომ უნდა გახდეს ან თუ ასე მოხდება ეს რატომ შეიძლება გამოსავლად იყოს მიჩნეული - არ ვიცი. რაც შეეხება მოსაზრებებს და შეფასებებს, საინტერესოა. მადლობა დრო რომ დაუთმეთ. ბოდიში გაუგებრობებისთვის :))
2. 1. არ ვიცი რატომ, მაგრამ მესამედ მოვუბრუნდი ამ ლექსს (ალბათ იმიტომ რომ პირველჯერზე ვერაფერიც ვერ გავიგე და ჯონათანის კომენტარმა მომაბრუნა მესამედ) 2. ღანძილით დავინტერესდი და ვერ მივხვდი ეს "მ'ე" თუ "მ,ე" რატომ უნდა აიტანოს ღანძილით სავსე მინდორმა, მითუმეტეს თუ მხოლოდ მისი გასრესით არის დაკავებული 3. ბანკა მეხამუშა და ქილაც კარგად მოუხდებოდა - ასე ვფიქრობ 4. ლექსის ბოლოს არის მთავარი, (ბოლოში მგონი კითხვის ნიშანი უნდა იყოს), მთელ ამ ენტროპიას ეს კითხვა ამთლიანებს და ძალიან მტკივნეულად უსვამს წერტილს. მე ვისურვებდი (ჩემთვისაც და ალბათ ბევრს ვუსურვებდი) რომ სხვისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენთვის, ნაკლებ მტკივნეული, მათი ყეფაც აღარ გვაწუხებდეს , რადგან სადაც არ უნდა დაიბადოს ადამიანი, ყველგან არიან ბუზები და ძაღლები, რომელთაც ვერც ბზუილს გადააჩვევ და ვერც ყეფას. +5 და წარმატებები! 1. არ ვიცი რატომ, მაგრამ მესამედ მოვუბრუნდი ამ ლექსს (ალბათ იმიტომ რომ პირველჯერზე ვერაფერიც ვერ გავიგე და ჯონათანის კომენტარმა მომაბრუნა მესამედ) 2. ღანძილით დავინტერესდი და ვერ მივხვდი ეს "მ`ე" თუ "მ,ე" რატომ უნდა აიტანოს ღანძილით სავსე მინდორმა, მითუმეტეს თუ მხოლოდ მისი გასრესით არის დაკავებული 3. ბანკა მეხამუშა და ქილაც კარგად მოუხდებოდა - ასე ვფიქრობ 4. ლექსის ბოლოს არის მთავარი, (ბოლოში მგონი კითხვის ნიშანი უნდა იყოს), მთელ ამ ენტროპიას ეს კითხვა ამთლიანებს და ძალიან მტკივნეულად უსვამს წერტილს. მე ვისურვებდი (ჩემთვისაც და ალბათ ბევრს ვუსურვებდი) რომ სხვისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენთვის, ნაკლებ მტკივნეული, მათი ყეფაც აღარ გვაწუხებდეს , რადგან სადაც არ უნდა დაიბადოს ადამიანი, ყველგან არიან ბუზები და ძაღლები, რომელთაც ვერც ბზუილს გადააჩვევ და ვერც ყეფას. +5 და წარმატებები!
1. მ.ე-ს ანატომია, ზოოლოგიის თანხლებით.
მ.ე-ს ანატომია, ზოოლოგიის თანხლებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|