ჩემი სულის წყვდიადი საღამოს შეერია, აი ისევ ჩამესმის იდუმალი ჩურჩული, ოღონდ ფიქრი არ იყოს, ფიქრი ჩემი მტერია, ყველა სარკე დავლეწე საბუდარი ურჩხულის.
ოცნებას აყოლილი მეც დროებას შევები, მიწიერი არსება ყელში ამორწყეულა, ჩემს უსულო მინებში ჩანს მდუმარე ხეები, როგორც ჭირისუფლები შავ ლანდებად ქცეულან.
მე შორეულ ტიტანებს ჩვენებებში ვედრები, საკუთარი თავიც კი არ მომყვება თავდებად, უკვე რკალი შეუკრავთ დამცქერიან კედლები, ჩემი მქრქალი ოთახი თითქოს პატარავდება.
მივიწყებულს ყველასგან უცხო ფიქრით დაზაფრულს, მჯერა ჟამი მოვიდა, ყველა ცოდვამ მიწია, უცებ ადგილს მოვწყდები, როგორც ჩიტი ასაფრენს, კარში წამით გავასწრებ, მარწუხს დედამიწიერს.
უკან რჩება შფოთი და სიმძიმე ხორციელი, ქუჩა ისე მშვიდია, შორს კი მტკვარი გუგუნებს, ფეხარეულ ნაბიჯით მოჩვენება იელვებს, ლანდი ბეჭგანიერი თავისთვის მობუბუნე.
ძველი სახლის კარებთან, მთვარის მკრთალ სინათლეზე, ვხედავ ვიღაც ცას უმზერს, თვალებს ვხედავ ნაღვლიანს, უცნაური ნათელი გაყვითლებულ სახეზე, წამიც ფრთები გაშალა და სივრცე გაარღვია.
თითქმის მთელი სამყარო ხელისგულზე მაჩვენა, სიზმარეულ ჩვენებამ დროს გაასწრო ჭენებით, ვიღაც გულზე იფარებს მოწითალო მარჯვენას, მესმის როგორ ოხრავენ ირგვლივ დანარჩენები.
წინ მთა ამოზიდულა დიდებული ტიტანი, შუბლზე მირონცხებული, დაკარგულთა ნუგეში, თუ მუხლმა არ მიმტყუნა, სული თუ მივიტანე, ვეღარავინ ჩამაბამს დროებითის უღელში.
მე ჭაობში მიმავალს სამოსელი მესვრება, გზაში ვხვდები ხელგაწვდილ, ძირს დაცემულ ფიტულებს, თვალს შევავლებ რას ვხედავ, გადაქცეულს ფესვებად, დედამიწას მიჯაჭვულ დახავსებულ კიდურებს.
ეს სოფელი ნისლია, ან მირაჟი უცილოდ, სული-ხორცი მგონია ორი პინა სასწორის, მიწას ვერვინ შებედავს ვალი გადაუცილოს, კუზებს ქვებით მონიშნულს ჟამი გადაასწორებს.
ჩემი მხოლოდ ლურჯია, სხვა გზა არ მესახება, გავიხადე სამელნედ საკუთარი ვენები, ჩემი ბოლო ეგაა, ლექსში გადასახლება, განთიადი გაფანტავს, სიზმარეულ ჩვენებებს.
დანტე დარდიანი 03/06/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონა. 5 საკუთარი თავიც კი არ მომყვება თავმდებად,>>საკუთარი თავიც კი არ მომყვება თავდებად, მქრალი თუ მქრქალი? - ოთახზე ვამბობ. მომეწონა. 5 საკუთარი თავიც კი არ მომყვება თავმდებად,>>საკუთარი თავიც კი არ მომყვება თავდებად, მქრალი თუ მქრქალი? - ოთახზე ვამბობ.
5. სიამოვნებით წავიკითხე. სიამოვნებით წავიკითხე.
4. მე თითქმის ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით მიწას რომ ვერავინ შეჰბედავს ვალის გადაცილებას. აი, მხოლოდ გალაკტიონის ტრადიციული რიტმი და საკუთარი ვენების სამელნედ გახდომა მეგაცვეთილა თითქოს, მაგრამ ახლა ზამშის ტუფლებიც კი თავიდანვე ადგილ-ადგილ გაცვეთილი და დასვრილია მოდაში და მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სისხლი სწორედაც რომ მელნისფერი უფროა რეალურად, ვიდრე წითელი (როგორიც ჟანგბადთან შეხებით ხდება), მაინც მისაღებია ორმაგად :) მე თითქმის ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით მიწას რომ ვერავინ შეჰბედავს ვალის გადაცილებას. აი, მხოლოდ გალაკტიონის ტრადიციული რიტმი და საკუთარი ვენების სამელნედ გახდომა მეგაცვეთილა თითქოს, მაგრამ ახლა ზამშის ტუფლებიც კი თავიდანვე ადგილ-ადგილ გაცვეთილი და დასვრილია მოდაში და მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სისხლი სწორედაც რომ მელნისფერი უფროა რეალურად, ვიდრე წითელი (როგორიც ჟანგბადთან შეხებით ხდება), მაინც მისაღებია ორმაგად :)
3. თქვენი აზრით, რომელი სტროფია ზედმეტი? ყველაფერი შეიძლება მოკლედ თქვა მაგრამ... თქვენი აზრით, რომელი სტროფია ზედმეტი? ყველაფერი შეიძლება მოკლედ თქვა მაგრამ...
2. რას ერჩი, jonatan?! :) "კარგია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, ცოტაა"-ო არ გაგეგოს თითქოს, ან არ გეთქვას :) რას ერჩი, jonatan?! :) "კარგია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, ცოტაა"-ო არ გაგეგოს თითქოს, ან არ გეთქვას :)
1. გაცილებით მოკლედ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თქმა :)
კარგი ფრაზები ჩაიკარგა სიბევრეში. სარკე, ურჩხულების საბუდარი - მომეწონა :)
გაცილებით მოკლედ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თქმა :)
კარგი ფრაზები ჩაიკარგა სიბევრეში. სარკე, ურჩხულების საბუდარი - მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|