ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2020


ხელისგულები

გზებზე სადაც ჩვენ დავდივართ ,
სადაც უფორმო საგნები ყრია ,
ბნელა . ბნელა უფერო სიბნელით
და დამსკდარი მწიფე ქლიავებივით
მიმოფანტულია ხელისგულები .
უნდა მოძებნო ის , ვინც იცის კითხვა ხელის ხაზებზე ,
მისსავე ხელუსგულში ხურდა ჩაყარო და სწორად იარო .
გამოივლის დრო და დრო ყვითელი ავტობუსი
და თავისი უცხვირპირო სეულის ნაწილად გაგხდის .
შენ კი ერთი სული გაქვს მიხვიდე იქ
სადაც უმუსამართოდ დადიან ხვლიკები .
უცხოა შენთვის , ჩემთვის , დედ-მამისათვის , სიწყნარესავით უცხო
და ესაა ხიბლი .
გზებზე სადაც ჩვენ დავდივართ
და რომელიც ერთხელ აუცილებლად დამთავრდება ,
რადგან თავიდსნ უნდა დაიწყოს ზუსტად იგივე - ლაო ძი ,
ავტობუსები დადიან ჩვენთვის .
ბრაზობენ საკუთარ თავზე ჩვენით დაღლილნი ,
რომ ამხელა გული აქვთ ჩვენი სიყვარულით სავსე .
იქ ჯერ კიდევ სხვა ეპოქაა და მონას აქვს ფასი .
ფასიც , ძალაც და ლეგალურია .
არ იყიდება მიწა და წყალი ,
უნდა იბრძოლო და მოიპოვო .
სახლებს დავტოვებთ ,  დედებს და მამებს .
ერთმანეთსაც ?!
წავალთ გზებზე , სადაც დამსკდარი , მწიფე ქლიავებივით ყრია ხელუსგულები .
და ვინანებთ ყველაზე დიდი სინანულით , რომ არ ვიცით კითხვა
და ერთ დროს ამაზე გვეცინებოდა .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები