3.
ცნობისათვის: ამ ლექსის წერისას ლევან სანიკიძის წიგნით ვიხელმძღვანელე. მედეას შვილების მკვლელებში კორინთელები ვიგულისხმე. „უქარქაშო ხმლებში“ ლევან სანიკიძეს უწერია რომ მედეას შვილები კორინთელებმა მოკლეს. მე ამ ვერსიის უფრო მჯერა, ვიდრე იმ ვერსიის, რომ მედეამ თვითონ მოკლა საკუთარი შვილები.

2. კომენტარითურთ,ფაქტიურად პოემა გამოდის❤ კომენტარითურთ,ფაქტიურად პოემა გამოდის❤
1. მედეას მონოლოგი (ფრაგმენტი)
წყეულიმც იყავ კორინთოს მიწავ! ელადის ღმერთებს ვიწვევ საომრად! ჩემი ცა ლიხის ქედზე რომ იწვა, არესის ნებით როგორ გაორდა.
მრისხანე ზევსო, მეფურ იერით დაამხე ყველა კერპი მაცდური. სიცოცხლე როკვა არის ნიღბების, და წუთისოფლის ბოლო სადგური.
მე, ჰელიოსის ამაყ მემკვიდრეს, მსურდა კი სხვისი ზეცა ზიარი? მზე მღვრიე ქარებს მხრებით მოჰქონდათ, როგორც ობოლი ბავშვი, მტირალი.
წყეულიმც იყოს ის დღე, როდესაც მოადგა „არგო“ კოლხეთის ნაპირს, სადღაც ჰკივიან მიკიოტები, ჭოტის ხმა მოჰგავს მეკობრის საყვირს.
იასონ, დახე, უმადურებავ! ჩემი ცა დავთმე შენი გულისთვის, ღმერთების მხარევ, დიდო ელადავ, მე სასჯელს ვიხდი სიყვარულისთვის.
რა ვერაგი ხარ, ცხოვრებავ მრუშო კაცს, კაცთაგან რომ უნდოდ გარიყავ, ვნანობ, იასონ, გმირი მეგონე! თურმე უბრალოდ მენიჩბე იყავ.
ვნანობ, იასონ, რაღა დროსია, ცრემლსისხლფერია ოქროს საწმისი, ვაგო პასუხი, მე თანახმა ვარ, ციკუტას შხამის შევსვა სასმისი.
მერე ვიშვიში სასაცილოა, მერე, ჰო, მერე რაღა დროსია, ფრთხილად მედეა! ყველაზე ფლიდი, მოყვრად მოსული ბარბაროსია.
მშვიდობით, კირკე, დღე გაყინულა, და მახრებივით მხრავენ სიზმრები, და თითქოს ვხედავ – სულს მინანავებს ფაზისის თბილი, ლურჯი ზვირთები.
არ გთხოვ შენდობას, ძმაო აფსირტოს, ამ ღალატისთვის, გთხოვთ, გევედრებით, ძილშიც კი ძილშიც, დიდ სველ ბურანში, არ მასვენებენ თქვენი ცხედრები.
ეგ ბედისწერა – მემრუშე საქმრო, მიმათრევს საით ძალისძალათი, მე რა ვიცოდი, სიყვარულისთვის რა ადვილია ქვეყნის ღალატი!
დავით შემოქმედელი
1981
.......................................................................................................................................
მედეა
აქ, ქალაქ არგოში, კორინთოს მახლობლად, ძველი ბურჯები რომ ჩანან, უეცრად მომესმა გოდება კოლხური: ვაი, ნანაია, ნანა…
წვიმს… ალბათ ეს შენ ხარ ცრემლებად დაძრული და გინდა არც გაიდარო… კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო, ჩემო დატანჯულო დაო.
თავი შეგაყვარა ბერძენმა სასიძომ, შენც პირველ სიყვარულს ენდე. ელინს წარგიტაცეს და ოქროს ვერძივით გაგყარეს მშობლიურ ქედებს.
მაგრამ სხვის მიწაზე ვის გაუხარია, შენ რად დაგინდობდნენ, ქალო, თუ ასე ლამაზი, ბრძენი და კარგი ხარ, ბერძენი რად არა ხარო?!
ჯერ გაგადედოფლეს… სიმდიდრეც კოლხური უხვად დაახვიეს ელინს. შემდეგ კი მეუღლემ გაგცვალა, გიმუხთლა, გაცივდა ამბორი ცხელი.
უარგყვეს შურით და ღალატით დევნილი, მფარველი ღმერთიც ვერ გცნობდა და ვინ უწყს… დაგწამეს თუ ჩაგადენინეს ქვეყნად უმძიმესი ცოდვა.
შეგარქვეს გრძნეული, ბოროტი, ავსული, რა აღარ გიწოდეს ნეტავ… ამ ქვეყნად ყველაზე ბედკრულო ასულო, ყველაზე ტანჯულო დედავ.
შენი დედულეთი აქედან შორია, ვაი რომ ვერასდროს ნახავ… იქ ბევრი მედეა, თამარი, შორენა შენს ბედზე დარდობენ ახლაც.
მედეა… მედეა… ღმერთმანი, მერწმუნე, ცრემლსა და ბოღმაში ვახვევთ ქართველი ასულის ჩვენამდე მოღწეულ სულ პირველ, შორეულ სახელს.
სხვაგან სხვის მიწაზე ვის გაუხარია, შენ რად დაგინდობდნენ, ქალო. თუ ასე ლამაზი, ბრძენი და კარგი ხარ, ბერძენი რად არა ხარო?!
წვიმს… ალბათ ეს შენ ხარ ცრემლებად დაძრული და გინდა არც გაიდარო… კოლხეთის ყველაზე ტანჯულო ასულო, ჩემო შორეულო დაო.
იოსებ ნონეშვილი
1978
....................................................................................................................................
იაზონი
სიყვარულს რად უნდა მცველი ან გალია არწივს, თუკი მაინც მოგტაცებენ ქალს და ოქროს საწმისს.
ვინ დააბას გიჟი ტალღა ან ქარიშხლის ხმები. ვინ გათოკოს ის ხომალდი ან მედეას თმები.
წასულხარ და წაგიღია ლურჯი მთების ოხვრა, წაგიღია სილამაზე, სიმამაცე კოლხთა.
წასულხარ და მაგ თვალების მაცდურ ბადეს რად შლი? გირჩევნია სიყვარული გადააგდო ზღვაში.
იქნებ ტალღამ გამორიყოს, სასწაული მოხდეს, და ქალწული მამის ურჩი დაუბრუნდეს კოლხეთს.
წასულხარ და შეკივლებით ცა იბერტყავს კალთას. ვარსკვლავები ზუზუნებენ, თუ რისხვაა ქალთა.
წასულხარ და ვარდის ბაგეს სვამ თასივით სავსეს. ასვეტილხარ, ატაძრულხარ შენი ქვეყნის ცაზე.
სიყვარული მიგიგდია ბედის ანაბარად. რა გაბმულად ყურში წივის ქართველ ქალის ნანა.
უსამშობლო შვილთა სხეულს და მოკვეთილ თავებს წააფარებ შავ მოსასხამს, ვით კოლხეთის ღამეს...
შენ კი, ისევ რად მოსულხარ, ძველო ბედისწერავ! რად მასმინე, რად მაუწყე იაზონის ენა!
თუ ვართ ძველი მოსისხლენი, შენ, ელადის შვილო, ასე როგორ დაგვაზავა ატენურმა ღვინომ?!.
ოთარ მამფორია
1964
............................................................................................................................
მედეა
მედეა, არ მსურს გითხრა აუგი, ხარ მედიცინის ქვეყნად საწყისი, კოლხი ვარ, მმოსავს იმ მხარის შუქი, წილად რომ ერგო ოქროს საწმისი.
მედეა, ზღვასთან ისე ახლოს ვარ, გულში ჩამესმის ხმები ტალღების... შენ ისტორიას ისევ ახსოვხარ და გმობს მკვლელობას შენი ბალღების.
ოცდათხუთმეტი საუკუნეა შენი სახელი ცოცხლობს ამქვეყნად, რომც მოვიარო მთელი დუნია, ესეც მეყოფა კოლხ კაცს საკვეხნად.
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი, თუმც კიდევ დამრჩა რაღაც სათქმელი, გეტყვი: შენსავით სიყვარულს ვეტრფი, ღვინით კი არა, ეშხით დავთვერი.
ვიდრე ვარსკვლავი არ ჩამიქრება, ვერც მე მნახავენ ღვინით გალეშილს... მწამს: ყველაფერი კარგად იქნება და გავიხარებ მშობელ მხარეში!
ოთარ რურუა
2020
მედეას მონოლოგი (ფრაგმენტი)

|