 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 22 ივნისი, 2020 |
ათი ქალი ვარ ერთად, ვერ შეამჩნიე ერთიც, რამ დაგაბრმავა ასე, ნუთუ, გაგიწყრა ღმერთი?! დღეს- სათნოების და ვარ, ხვალ-ვნებიანი სატრფო, ზეგ ყველასთან ვარ ერთად, მაზეგ - სულ მარტოდ მარტო... ასე ვიცვლები მუდამ, სხვადასხვა ქალი ვხდები, ხან პირქუში ვარ, უტყვი, ხანაც სიცილით ვკვდები... ხშირად ვპატიობ ყველას, ზოგჯერ არავინ მინდა, ხან ბობოქარი ზღვა ვარ, ხანაც ბავშვივით წმინდა... ათი ქალი ვარ ერთად, ათი სხვადასხვა ღმერთი, როდესაც შენთან ვრჩები, ერთი ვარ მხოლოდ ერთი! ( ძალიან ადრინდელია, თუმცა იგივე აზრზე ვარ ახლაც)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ზოგჯერ რა გვიან ვნახულობ თურმე კომენტარებს. მადლობა უმა თურმანს. ვისაც სხვისი ასეთნაირად შეფასება შეუძლია, ის ალბათ თავადაც ასევე ლამაზად წერს. მაპატიეთ ყველამ ჩემი უყურადღებობა. ზოგჯერ რა გვიან ვნახულობ თურმე კომენტარებს. მადლობა უმა თურმანს. ვისაც სხვისი ასეთნაირად შეფასება შეუძლია, ის ალბათ თავადაც ასევე ლამაზად წერს. მაპატიეთ ყველამ ჩემი უყურადღებობა.
7. მართლა, დაბრმავდნენ კაცები, რომ ქალებს და ნამდვილ ქალებს ვერ არჩევენ... დიდ ქალურ ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და ყველა ურაკელ გოგოს და ქალს <3 თქვენი უმა მართლა, დაბრმავდნენ კაცები, რომ ქალებს და ნამდვილ ქალებს ვერ არჩევენ... დიდ ქალურ ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და ყველა ურაკელ გოგოს და ქალს <3 თქვენი უმა
6. ჰაეროვანია, და ნაცნობი განწყობაც... ფლორენციას აზრი, საინტერესო იყო ფრიად... მიხარია, რომ აღმოგაჩინეთ. წინსვლას გისურვებთ ყველგან! უმა <3 ჰაეროვანია, და ნაცნობი განწყობაც... ფლორენციას აზრი, საინტერესო იყო ფრიად... მიხარია, რომ აღმოგაჩინეთ. წინსვლას გისურვებთ ყველგან! უმა <3
5. მუხა მადლობა თქვენ ასეთი პოზიტივისთვის. მიგდებულ კალამს რომ მომაძებნიებს ხოლმე, ისეთ კომენტარებს მიტოვებთ:))))) მუხა მადლობა თქვენ ასეთი პოზიტივისთვის. მიგდებულ კალამს რომ მომაძებნიებს ხოლმე, ისეთ კომენტარებს მიტოვებთ:)))))
4. ამგვრდზე შემოსვლა მიყვარს, კარგი, სასიანოვნო, ლირიული, სასიმღერო, სიყვარულიანი ლექსებია. ათი ქალი ერთად, ქალიც შენა უოფილხარ და რა ქალი, სანატრელი საოცნებოქალი! ამგვრდზე შემოსვლა მიყვარს, კარგი, სასიანოვნო, ლირიული, სასიმღერო, სიყვარულიანი ლექსებია. ათი ქალი ერთად, ქალიც შენა უოფილხარ და რა ქალი, სანატრელი საოცნებოქალი!
2. მადლობა ფლორენცია. 10 სიმბოლურად ავიღე( როგორც 10 მცნება)
მადლობა ფლორენცია. 10 სიმბოლურად ავიღე( როგორც 10 მცნება)
1. ქალის ორგამიზნში ყოველდღე იცვლება ყველაფერი და როგორ შეიძლება ორგანიზმი იცვლებოდეს და ქალი არა? :) 10 კი არა 30 ქალია თითოეულში :) (მინიმუმ) ძალიან მომეწონა ლირიული სიმსუბუქე, სიკეკლუცე და იდეა :) ქალის ორგამიზნში ყოველდღე იცვლება ყველაფერი და როგორ შეიძლება ორგანიზმი იცვლებოდეს და ქალი არა? :) 10 კი არა 30 ქალია თითოეულში :) (მინიმუმ) ძალიან მომეწონა ლირიული სიმსუბუქე, სიკეკლუცე და იდეა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|