დროება იყო პანდემიით გარემოცული, გაღვიძებისას რეალობის განცდა მთრგუნავდა, ვდგებოდი ფრთხილად, მუხლმოყრისას როგორც მლოცველი, ღამით კი მძიმედ ვბრუნდებოდი კვლავ სასთუმალთან.
ყველაზე მეტად უშენობა მღლიდა, მერწმუნე, და სასიცოცხლო ძალა თითქმის გამომელია, სულის მალამოდ აღვიქვამდი ისეთ მორწმუნე ადამიანებს, ტაძარს რომ არ მოშორებიან -
მიუხედავად შიშების და გაფრთხილებების, მიუხედავად პანიკისა საყოველთაო, და მე შევძელი მათ თვალებში დანახვა ბევრის, მათი წყალობით ვჩურჩულებდი: აქ ხარ უფალო...
ამით ვივსებდი იმ საოცარ სიცარიელეს, რომელიც შენგან განშორების დღეებს თან ახლდა, ჩვენ ხომ მანამდეც დისტანციის ვიცავდით წესებს, ერთმანეთისთვის გულის ტკენის რიდის თანახმად.
თუმც მონატრებას ვერაფერი ამსუბუქებდა, კალამი ისე დამიდუმდა, სტროფსაც ვერ ვწერდი, თვალებში მქონდა ცის კიდემდე ასული სევდა, რომელშიც გუნდად გროვდებოდნენ მცირე ეჭვები.
ფიქრი კარგავდა კალაპოტებს მდინარესავით, ჩემი წუხილი დააყტობდა დარდს ანგელოზსაც... ნუგეშისცემად მოდიოდნენ შენთან ლექსები, შენ სხვებზე წერდი, მე კი გთხოვე ჩემთვის გელოცა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გმადლობთ, ნინა :)
გმადლობთ, ნინა :)
7. სევდიანი და ფაქიზი. სევდიანი და ფაქიზი.
6. დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ფლორენცია და მუხა! :)
დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ფლორენცია და მუხა! :)
5. ნუგეშისცემად მოდიოდნენ შენთან ლექსები, შენ სხვებზე წერდი, მე კი გთხოვე ჩემთვის გელო
მომეწონა! ნუგეშისცემად მოდიოდნენ შენთან ლექსები, შენ სხვებზე წერდი, მე კი გთხოვე ჩემთვის გელო
მომეწონა!
4. ზოოგჯერ ლოცვა,ყველაზე კარგი ლექსია ზოგჯერ ლექსი კი-ყველაზე კარგი ლოცვა მიყვარს თეა შენი პოეზია ქულებს რა აზრიბაქვს,თუმცა რახან არის-5 შენ ზოოგჯერ ლოცვა,ყველაზე კარგი ლექსია ზოგჯერ ლექსი კი-ყველაზე კარგი ლოცვა მიყვარს თეა შენი პოეზია ქულებს რა აზრიბაქვს,თუმცა რახან არის-5 შენ
3. მადლობელი ვარ, ოთარ და ქალბატონო მანანა! :)
მადლობელი ვარ, ოთარ და ქალბატონო მანანა! :)
1. კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის. 5 კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|