ვეღარ გიხსენებ , ცაც რომ გაიხსნას . ასე ყოველდღე დავკარგე ღმერთიც . ფეხსაცმელივით გულიც გამიცვდა , რომ მქონდა შენით , შენგან და შენთვის .
ცარიელია ყოველი სიტყვა , აღარც სიშორე იზიდავს თვალებს და დღეებს ისეთი დღეები მიჰყვა , რომ დასრულდება უცებ და მალე .
სხვა რაღა გითხრა ან რა მოგწერო , ღმერთმა შემინდოს ასეთი ყოფა . რეზინასავით დრო როგორ ვწელო , წუთებს ახალი წუთები მოჰყავთ .
ერთხელაც ნარზე წოლისას ვიტყვი - " გათავდა , ჩემს წინ დაეშვა ფარდა". სულ ყველა სმენით , ყნოსვით და სიტყვით მახსოვს სინათლე შენს სუნთქვას ჰგავდა .
და თუ არსებობს ტრიალი სადმე , მე აღარ მინდა დავბრუნდე ისევ . სინათლეს ჰგავხარ , ჰგავხარ და ჰგავდე . გვერდით ისევე ფიქრები მიწევს .
ვეღარ გიხსენებ , ცაც რომ გაიხსნას . ასე ყოველდღე დავკარგე ღმერთიც . ფეხსაცმელივით გულიც გამიცვდა , რომ მქონდა შენით , შენგან და შენთვის .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგი ლექსი-მიძღვნაა და სად ფეხსაცმელი და სად გული. რა კარგი ლექსი-მიძღვნაა და სად ფეხსაცმელი და სად გული.
1. დღეებს ისეთი დღეები მიჰყვა - აქ " და " აღარ უნდა.
დღეებს ისეთი დღეები მიჰყვა - აქ " და " აღარ უნდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|