საღამოს პირზე დღემ დაიდუღა, მე სიმინდივით ვმარცვლი ჩანაფიქრს, ლექსს სულს შევურევ ვითარცა დუღაბს, მაინც მერევა დრო ჩაჩანაკი.
არა, სიმშვიდის არ ვარ ძმობილი, თავი და ბოლო უკვე ვიცი და, მიზიდავს უცხო, შეუცნობელი, რასაც ვერ ნახავ დედამიწიდან.
მით ვეტანები ადგილს მივარდნილს გადაირბენენ ფიქრები გულზე, (ფანჯრის რაფაზე ქაღალდის ვარდი, სახლის წინ გაშლილ სავარდეს უმზერს).
წამომაყვირებს დარდით გალეშილს, გადავაბრალებ მწერლის ბუნებას, რა შეედრება ნათელ ღამეში, ჩადრიან ხეთა აჩურჩულებას.
ყოველი წამი ფუჭად დაღვრილი, ერთი პატარა ცოდვის მხსნელია, ცად მქროლავს ხელში შემრჩა აღვირი, დრო მიმაქანებს, წინ ქვესკნელია.
სულ ცოტა დარჩა, მალე ცას ტანზე, შემოაცვდება ღამე მაუდის, ცოდვის ძლევაში მწამს სილამაზე, უცოდველობა არყოფნას უდრის.
მიწიერ ფიქრებს, ოცნებებს, ვნებებს, როგორც ბორკილებს გზადაგზა ვიხსნი, ოდესმე ლექსსაც თავს დავანებებ, როცა ქარივით ჩადგება სისხლი.
შევეგებები მზის პირველ გზავნილს, ღამეს რომ აქცევს დევნილ მყეფარად, (შეკრთება ჩრდილი, როგორც ის მგზავრი, გაჩერება, რომ გამოეპარა).
დანტე დარდიანი 23/06/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მით ვეტანები ადგილს მივარდნილს გადაირბენენ ფიქრები გულზე, (ფანჯრის რაფაზე ქაღალდის ვარდი, სახლის წინ გაშლილ სავარდეს უმზერს). მინილექსია ეს სტროფი. რად უნდოდა ფრჩხილები ?! :)
მით ვეტანები ადგილს მივარდნილს გადაირბენენ ფიქრები გულზე, (ფანჯრის რაფაზე ქაღალდის ვარდი, სახლის წინ გაშლილ სავარდეს უმზერს). მინილექსია ეს სტროფი. რად უნდოდა ფრჩხილები ?! :)
3. ჩემი 5 დარდიან ბიჭს. :) ჩემი 5 დარდიან ბიჭს. :)
2. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
1. შევეგებები მზის პირველ გზავნილს, ღამეს რომ აქცევს დევნილ მყეფარად, (შეკრთება ჩრდილი, როგორც ის მგზავრი, გაჩერება, რომ გამოეპარა). შევეგებები მზის პირველ გზავნილს, ღამეს რომ აქცევს დევნილ მყეფარად, (შეკრთება ჩრდილი, როგორც ის მგზავრი, გაჩერება, რომ გამოეპარა).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|