 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2020 |
დღეს რომ ყველი იყიდა ბავშვმა მაღაზიაში ისე დაიფშვნა, დაიშალა როგორც საიმედო წარმოდგენა, გარკვეულ დროში თავს რომ თეთრად ინარჩუნებდა, ხანდახან ისე არც თუ თეთრად მაგრამ მოთეთროდ, სიმშვიდე როცა მოადუნებს დიდ ხანს ყველაფერს, მზადება არის დაწყებული რაღაც შეცდომის. მერე იწყება უცნობი სიტყვის, ან ქალაქის ანდაც შტრიხების სალაპარაკო თემებისთვის დამახსოვრება, ასე კვდება და სიკვდილშივე ცოცხლდება კაციც. მლაშეა მისი დასასრული, ქვამარილივით. გუშინწინ იყო მელიებმა გაბრდღვნეს ქათამი. თოვლიან ფერდობს მეწამული საღებავივით ეტყობოდა გაიძვერობა. მერე მახეებით გაივსო მინდორი. ვიღაც სხვამ კი გაბმულები ღამით გაუშვა. დანარჩენებმა მელიები გადაივიწყეს და მათი მხსნელის ძებნა დაიწყეს. თურმე გზადაგზა გაჰკიოდნენ -ჩიტი ბრდღვნად არა ღირსო. ასეთ სიუჟეტს რომელიღაც არხი გადმოსცემს, ალბათ გადართვა უკვე არის გამოსავალი. გადართავ არხს და მსოფლიოში არის განგაში, პანმდემიაა, ვირუსია, კარანტინია. ვიღაცამ ერთი ხელფრთიანი ისე შესანსლა, რომ მუქი აპკი არ გააძრო და ვიღუპებით. ურჰანი, რომი, თეირანი, უშველეთ თავებს, დაშორდით ყველა ერთმანეთს და სახლებში დარჩით. ბოლთას სცემს ახლა ხალხთა შორის ,,კოვიდ 19''. მართვის ღილაკზე წითელს თითი ძლიერად ხვდება. რას იფიქრებდა ადამიანი ბუნების კანის ქვეშ შეძრომით და გამოჩხრეკვით მიკრო შრეების, თუ ასეთ ამბავს დამართებდა კაცობრიობას. იმდენი რაღაც იკვეთება რაც ცოტა ხნის წინ არც კი გამხდარა საყურადღებო. ზიხარ სახლში და მოღუნულ სხეულს ოთახში ისე უნაცვლებ ადგილს, თითქოს შეკუმშულ ველში გინდა ზუსტად მოთავსდე, უფრო გგონია რომ თვითონ ოთახს მოაქვს იერიში შენივე უძრაობის წინააღმდეგ. ხანდახან მგონი მართლაც ასეა. წარმოვიდგინე მზეზე ვარ და მაშინვე გაქრა ყველა მსაზღვრელი მხარეების, ჰორიზონტების. ისე გაქრა როგორც ის ხალხი, ძლევამოსილმა სისტემებმაც რომ დაიცვეს. პირბადემ შიში უფრო დახვეწა...
12 ივნისი 2020 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დაშორდით ყველა ერთმანეთს და სახლებში დარჩით. ბოლთას სცემს ახლა ხალხთა შორის ,,კორონოვიჩი".
მომეწონა, კარგია. დაშორდით ყველა ერთმანეთს და სახლებში დარჩით. ბოლთას სცემს ახლა ხალხთა შორის ,,კორონოვიჩი".
მომეწონა, კარგია.
2. სულ სხვა არხზე გადართვა სჭირდება სამყაროს, როგორც ჩანს...
რა ზუსტია მზეზე ყოფნის წარმოდგენა.
სულ სხვა არხზე გადართვა სჭირდება სამყაროს, როგორც ჩანს...
რა ზუსტია მზეზე ყოფნის წარმოდგენა.
1. "სიმშვიდე როცა მოადუნებს დიდ ხანს ყველაფერს, მზადება არის დაწყებული რაღაც შეცდომის."
შიში ოხერიაო, მაგრამ ოხერზე ოხერს ვინ დალევს?!
შიში მართლაც დაიხვეწა და გაძლიერდა ხალხში, სამწუხაროდ. "სიმშვიდე როცა მოადუნებს დიდ ხანს ყველაფერს, მზადება არის დაწყებული რაღაც შეცდომის."
შიში ოხერიაო, მაგრამ ოხერზე ოხერს ვინ დალევს?!
შიში მართლაც დაიხვეწა და გაძლიერდა ხალხში, სამწუხაროდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|