ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2009


ფულის მონები

დადიან, დაძრწიან ფულის მონები,
ამყრალებული , ბინძური გონებით,
სულში გაფურთხებენ და თან გიცინიან,
მათი სახეები ქვეყნის სირცხვილია.

ვარდის სურნელება მომნატრებია
ო! როგორ ძალზედ მომნატრებია,
ხალხის მდუმარება თაობის ხვედრია,
ასეთი ერის კაცნიც ჩვენი ბედია?!

ნახევრად საგიჟეთის პაციენტები,
მართავენ სამშობლოს, ბოღმა იქცა ნებად,
შავებში შემოსილი მოთქვამენ დედები,
მარხავენ შვილებს და  არვის ებრალება!

თახსირ  ქვეყანაში  დღედაღამ ღრეობაა,
დროშების ფრიალია, დიდების ბნედება,
მომავალ თაობისთვის ფულის დღეობაა,
მონობით გაჟღენთილი რიჟრაჟი თენდება!

დოლარი, ევრო, რუბლი და ლარი,
თრიაქში, მორფში ჩამპალი ქალი...
ერთი კაცის  გვაქვს ამხელა ვალი?
არის კი ქვეყნად  დღეს სამართალი?

ვარდის სურნელი მომნატრებია...
ისიც დამჭკნარა, სადაა ვარდი?
სიცრუე ზიზღით მიტარებია,
ტკივილი გაქრა, შემომრჩა დარდი!

თბილისი. 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს