ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2020


დედის მონოლოგი

ჩემო შვილო, - ჩემო თვალის სინათლევ,
გაზრდილი ხარ შენი დედის ძუძუთი,
სიყვარულში მჯერა: შენც გაგიმართლებს
და მომივლი მშობელს, თუ დავუძლურდი.

ჩემო შვილო, - ჩემო ცისკრის ვარსკვლავო,
მინდა გქონდეს ბედნიერი მერმისი,
ვინც კარგია, ღმერთი მუდამ მას სწყალობს,
დაე! გწამდეს ისე, ვით მწამს მე მისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები