 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: იუმორისტული 1 ივლისი, 2020 |
ცნობილი ანეგდოტია: მასწავლებელი კარგა ხანია ცდილობს ერთ-ერთი მოსწავლის მეურვე ან მშობელთან შეხვედრას და აი, ჰოი საოცრებავ, ბაზარში ხვდება ეს მოსწავლე და მისი მამა. გახარებული მასწავლებელი მიდის მშობელთან და მიმართავს: გამარჯობა, თქვენ ჩემი ბავშვის მშობელი ხართ.... ამ დროს კაცი ისტერიულად უარყოფს: არა, ქალბატონო, გეშლებათ, მე პირველად გხედავთ, როგორ გეკადრებათო?! ეს ანეგდოტი კი არა , ნამდვილი ამბავია და სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლის მშობელთან შეემთხვა ერთ-ერთ ახალ დამრიგებელს. ეს მშობელი კი დიდი კოლორიტი ვინმეა. მიუხედვად იმისა რომ იმერელია, საერთოდ არაა ენამოსწრებული, სხარტად მოაზროვნე ან კვიმატი. ეს კაცი პირველივე დღიდან დაგვამახსოვრდა: დამრიგებელმა აუხსნა რომ ჩვენს სკოლაში თმამოუწესრიგებელი სიარული აკრძალულიაო. გავიდა ერთი კვირა და მოსწავლე კვლავ თმაგრძელი და გაბურძგნული დადის. ერთ დილასაც ჩაუსაფრდა დამრიგებელი მშობელს, რომელიც, ბავშვი სკოლის ჭიშკარში შემოშვებული არ ჰყავდა რომ უკან მიძუნძულებდა. გაიგონა დამრიგებელის შორიდან გამოკიდებული ხმა და ნება იბოძა შეჩერდა. დამრიგებელმა როგორც იქნა ამოისუნთქა და ამოილუღლუღა: ხომ გთხოვეთ რომ სკოლაში მოწესრიგებული თმებით უნდა იაროთთქო. ამ დროს კაცს სახე გაუნათდა, მოიხადა ქუდი და აგერ მერეო-პატივცემულო მასწავლებელო შევიკრიჭე თმებიო.:) რათქმა უნდა დამრიგებელი ჯერ გაოცდა, მაგრამ სკოლაში რომ დაბრუნდა სიცილი გადმოსდო ყველას. ახლა, დადგა დრო წლიური ნიშნების, დახასიათებების და ... მოდის ეს მშობელი და ქართული ენის პედაგოგს ეკითხება , თუ როგორია მისი შვილის მოსწრება. პედაგოგი პასუხობს, დამაკმაყოფილებლად ძლევს, თუმცა უჭირს თანხმოვნების წარმოთქმა. რომ უნდა თქვას : თ, მ, შ, ს.... ამბობს: თუ, მუ, შუ, სუ..."-ს საჭიროა კიდე მუშაობა.... და ა.შ. ამ დროს ამ კაცს მოჰყავს თავის შვილი და ეუბნება: ბიჭო, რა ვერ ისწავლე კითხვა?! მიდი წაიკითხე ახლა: თუუუუ, მუუუუ, შუუუუ..... დედა ნახე, მამა ნახე და შვილი ისე გამონახეო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კასანდრა,მადლობა.მიხარია თუ მოგეწონათ. კასანდრა,მადლობა.მიხარია თუ მოგეწონათ.
13. რამდენი ვიცინე. რამდენი ვიცინე.
12. მიხარია თუ ისიამოვნეთ❤ მიხარია თუ ისიამოვნეთ❤
11. სახალისოა)) ბევრი მაქვს მეც სკოლიდან გასახსენებელი, ერთ მშვენიერ დღეს ავკინძავ)) სახალისოა)) ბევრი მაქვს მეც სკოლიდან გასახსენებელი, ერთ მშვენიერ დღეს ავკინძავ))
10. სახასილო ამბებია სახასილო ამბებია
9. ისეთი იუმორიანი მასწავლებლები გვყავს-ყოველი თათბირი ხორხოცით მთავრდება :) ისეთი იუმორიანი მასწავლებლები გვყავს-ყოველი თათბირი ხორხოცით მთავრდება :)
8. მშვენიერია, და საერთოდ პატარა რომ ვიყავი, მასწავლებლებს თუ შეეძლოდ რამე იუმორისტულის მოყოლა არ მეგონა. მშვენიერია, და საერთოდ პატარა რომ ვიყავი, მასწავლებლებს თუ შეეძლოდ რამე იუმორისტულის მოყოლა არ მეგონა.
7. მადლობა ქ-ო მანანა :) კი, მასწავლებლობა რთული საქმეა, მაგრამ სასიამოვნო :) მადლობა ქ-ო მანანა :) კი, მასწავლებლობა რთული საქმეა, მაგრამ სასიამოვნო :)
6. გამეცინა :) საწყალი მასწავლებლები :) (მეც მათ შორის) გამეცინა :) საწყალი მასწავლებლები :) (მეც მათ შორის)
5. მადლობა გიორგი მადლობა გიორგი
4. ჩემი კომენტარი არ დაიწერა :/ საკმაოდ ხალისიანი სურათია ^_^ ჩემი კომენტარი არ დაიწერა :/ საკმაოდ ხალისიანი სურათია ^_^
3. მადლობა ნინა, ეს გუშინ თათბირზე მომიყვა დამრიგებელმა და რომ არ დამეწერა, ვერ მოვითმენდი :) მადლობა ნინა, ეს გუშინ თათბირზე მომიყვა დამრიგებელმა და რომ არ დამეწერა, ვერ მოვითმენდი :)
2. ჩემი მამინაცვალი ეხმარებოდა ჩემს პირველკლასელ დას და კარნახობდა ასო-ასო დასაწერ დავალებას. მორჩნენ, ნაწერს თვალი გადაავლო ლამაზად იყო შესრულებული თუ არა კმაყოფილმა დახურა რვეული. პირველკლასელი სახლში ორიანით დაბრუნდა. როგორო? ძალიან ლამაზად ეწერაო გაიკვირვა დამხმარემ. დედამ ჩახედა ნაწერს და სულ თუ მუ შუ_ებით შედგენილი სიტყვები ეწერა :))) როგორც კარნახობდა ისე შეასრულა :))) ჩემი მამინაცვალი ეხმარებოდა ჩემს პირველკლასელ დას და კარნახობდა ასო-ასო დასაწერ დავალებას. მორჩნენ, ნაწერს თვალი გადაავლო ლამაზად იყო შესრულებული თუ არა კმაყოფილმა დახურა რვეული. პირველკლასელი სახლში ორიანით დაბრუნდა. როგორო? ძალიან ლამაზად ეწერაო გაიკვირვა დამხმარემ. დედამ ჩახედა ნაწერს და სულ თუ მუ შუ_ებით შედგენილი სიტყვები ეწერა :))) როგორც კარნახობდა ისე შეასრულა :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|