ჩანდა ტკივილმოცმულ ბებერ გაზაფხულში, შავად შეღებილი ზეცის გათეთრება, იასამნებიან მთვარეს თუ დაუცდი, თავად იასამნის ფერი გამეფდება, დილა გათენდება ხან გამოქვაბულში, ხანაც ეს როჟრაჟი შენ შეგეკედლება, ბინას ქვეცნობიერს როცა გამოუცვლი, სული სისხლის მსგავსად შედედდება, ზეცას ყელში დანა თუ კი გამოუსვი, მთელი.დედამიწა დასველდება, მთელი.დედამიწა.წვიმად.დაიღვრება, ჭექა.ქუხილების.მერე. თუ რამ ხდება, ალბათ ზღვებში კოცონების არი გაჩაღება, ალბათ მთებში არის შეხვედრების მცნება, იგრძნობ ამ დროს.ღამე , მართლა დაღამდება... დაღამებულ.დილას.რაც კი შეედრება, არის.უსასრულოეთის გამართლება, ასე დუმილნარევ ხმაურს შეეხება, ცა რომ.გგრძნობს.და.ზეცა როცა გემართება, როცა მიწა თითებს ისევ შეევსება, ქვიშის საათს მოუნახო გინდა გამართლება, დრო კი წამია და მაინც მოესწრება და ჩემს ტკივილ მოცმულ ბებერ გაზაფხულში, ჩანდა საუკუნეს დრო რომ ახარებდა, იყო ხაზგასმული წრე და უხერხში ჩადგა, გათენების ყველა გახსენება, ყველა ამღერება იყო უხერხულში, ყველა მომავალი დაღამება, სჩანდა ტკივილმოცმულ ბებერ გაზაფხულში, ტკივილთმოფენილი ჩუმი ახსარება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა მშვენიერი ფრაზები აქვს ხოლმე ამ ავტორს და რა გაუმართავად წერს :)
რა მშვენიერი ფრაზები აქვს ხოლმე ამ ავტორს და რა გაუმართავად წერს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|