ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2020


თენზილე...

წერილები ნიაზ ზოსიძეს!
-----------------------------------------------
რამდენიც გინდა მინახავს,-ქალი?ხმოსანიც,მგოსანიც!
იმნაირებიც შამყრია,-უკვერცხოდ კრიახოსანი!
ვერ დაუთვლია კაბოსანს-თითსიმსხო კრიალოსანი!
ვერ ურჩევია აბდალას,-თეთრი და...შავჩოხოსანი!
ვერ უძებნია "პატრონი"-ხელმდები, იარაღზედა!
დაუგულვია ცერცეტას,მძოვები იალაღზედა!
-მეც მივაგენო სწორფერსა...ვერ გამიდგების განზედა!
სიტყვასაც ვეღარ მიბრუდებს,ვეღარ ამიგდებს ბანზედა!
მე, კი,ჩემს ქვაბშიდ ვიხარშვი,როგორც თუშური ხინკალი...
ოხშივარ ამდის სიცხისგან,ერთიღა შამრჩა მიმტანი...
ვისაც გულბანდით მივენდევ,-"ჭურჭელის" გასახარისად...
ვინაც მინათებს სავალ გზას,-მსგავსად მზისა და მთვარისა...
"ფუი,ეშმაკსაც",-მითქმია... ამ სინატიფის მნახველსა!
(არ იტყვი? რა გარანტი გაქვს,ბედი რა შარში გაგხვევსა...)
წამოგძახებენ ბედკრულნი,გაგხდიან ავის მძრახველსა...
ეშმაკთან წილი ჰყარაო,-გიცნობენ თანამზრახველსა!
მიტომ ვწადინობ,ვისწრაფვი,ამ ქალის გვერდით ყოლასა!აღარ გავურბი პატივსა,ბოლომდის გადაყოლასა...
მირჩევნის მასთან შიმშილი,ათასი ოქროს ქონასა!
სანამ მოვასწრებ "გაცლასა"...ცივ სამარეში წოლასა!
სულ სხვა სახელი ხომ ქვია? მაინც, თენზილედ მიხმია!
ცოლია! განა,სხვა არი?(სხვა "სტატუსი და ნიხრი"აქვს...
ჩემთვის? ქალია,ქალღმერთი! მფარველი ეულ მგოსანის,
უფალს მადლი არ დამირჩა,-უკვერცხოდ კრიახოსანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს