ჩემი ამბავი ქარს დავუბარე, დამჩემებია ფიქრის მიშვება, ემშვიდობება მარტს ალუბალი, მარაოსავით გადაიშლება.
ჩიტს მაგონებდი სამყარო მოვლილს, სინათლეს ბნელში რწმენად შემოჭრილს, და როგორც ჩრდილში აქა იქ თოვლი, ჩემს ფიქრებს კარგო ისე შემორჩი.
მზე გამოაჩენს ოქროსფერ ჯიღას, ქარს ყმაწვილური სჭირს აცეტება, აპრილი ზამთარს წაუქცევს ჭიქას, იებს დაამჩნევს ღვინის წვეთებად.
დასძლევს ბუნება კაეშანს მოღლილს და სინანული მოვა წვიმებად, პოეტის ძველ ქოხს, ნეკნებამოყრილს, მზით გამთბარს თითქოს გაეღიმება.
დაემშვიდობა მარტს ალუბალი, კვლავ ვეტანები ნაღვლიან შარბათს, ჩემი ამბავი ქარს დავუბარე, შორეულს სადმე შეგხვდება ალბათ...
დანტე დარდიანი 28/03/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან ლამაზად იკითხება. ძალიან ლამაზად იკითხება.
2. კარგია . მაგრამ უსათაურო ლექსები არ მომწონს. ნაწარმოების შინაარსის შესაფერი სათაურის მოძებნა ავტორის წარმატების საწინდრად მიმაჩნია .ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სხვა არაფერი. კარგია . მაგრამ უსათაურო ლექსები არ მომწონს. ნაწარმოების შინაარსის შესაფერი სათაურის მოძებნა ავტორის წარმატების საწინდრად მიმაჩნია .ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სხვა არაფერი.
1. სიამოვნებით წავიკითხე. სიამოვნებით წავიკითხე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|