ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2020


ღამე, ქუჩა და სხვა...

მთვარეს თეძოზე ღრუბლის ბლონდი მოეშილიფა,
აივნები კი ჭორაობდნენ სახლზეც, პატრონზეც...
ლამპიონები ანათებდნენ ქუჩას ირიბად,
და ვერ ხედავდნენ სადღაც, იქვე მდგარ სიმარტოვეს...
ქუჩა და ღამე ერთად თხზავდნენ ღამის კანონებს,
საქმეს ურჩევდნენ მაწანწალებს, ლოთებს, ბოზებსაც.
თუმცა, მათ გარდა არც ვინ იყო იმის გამგონი,
რომ ყველა კანონს რა ხანია თავი მობეზრდა...
მთვარეს თეძოზე ღრუბლის ბლონდი მოეშილიფა,
გამოლეოდათ საჭორაო უკვე აივნებს.
ქუჩა კი გარეთ გამოგდებულს ჰგავდა შინიდან,
და აგროვებდა ქუჩა-ქუჩა თავისნაირებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები