 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2020 |
რაც გინდა ზიდე, საკუთარი თუ არ მოგისმენს თავი ხაპივით გამოზრდილი - ტანივით ყუნწზე, სხვა დამწიფების მოლოდინით და ხელაღებით ერთხელაც მშვიდად ამ სიმძიმეს ისე მოწყვეტენ, თითქოს შეეძლოთ იმ ორმოდან ამოგორება, რომელშიც ერთხელ ჩავვარდი და მაინც ჩავვარდი, რომლის ძირიდან ვერ დავძარი მთელი დაწოლა, გამოფიტული იმ ჰაერის რომლითაც თითქოს, აუცილებლად სიხარულით უნდა მესუნთქა და სამწუხაროდ ალბათ უფრო საბედნიეროდ, ვერანაირად გამომივიდა, მე ამას მივხვდი. სამაგიეროდ სხვა სიცოცხლე დავადასტურე. კენჭი გავბერე, ვებერთელა ლოდად ვაქციე, შემოვდგი სხივი გამძლე თოკზე რომ გამომეწნა ამოცოცების საიმედო ყოველი კვანძი და გადარჩენას მორიდებით შევგუებოდი, სანამ არ გასკდა გაბერილი ქვა და ნაშალმა ტომარასავით არ გამომტენა.
4 ივლისი 2020 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობ რომ წაიკითხე სანდრო ❤ გმადლობ რომ წაიკითხე სანდრო ❤
1. ჩემ თვალში შენა ხარ პოეტი.+5 ჩემ თვალში შენა ხარ პოეტი.+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|