უცნაურად შეიშმუშნა ნაძვი, ქარმაც თითქოს თვალი აარიდა, მე ძველ ქუჩას მივუყვები ნაწვიმს, მეგზურს ვირჩევ ჩრდილთა ამალიდან.
გაცრეცილა ჩვენი სადარბაზო, გველებივით ტყავს იცვლიან გზები, რა ხანია ჩემზე აღარ ბრაზობ, რა ხანია აღარ მესიზმრები.
შევახვედრებ სარკმელს მზერას ირიბს, ხელოვნური ყვავილები მეცნო, სამწუხაროდ არ ვარ წიგნის გმირი, დიდსულოვნად გაპატიო მეც რომ...
მე აღარ მაქვს სიყვარულის ნდობა, ვდარდიანობ, ბოღმას ვებრძვი უთქმელს, დაუპყრია ეზო მარტოობას, დავინახე ჩვენი მყუდრო კუთხე...
საწყალობლად აჭრიალდა სკამი, სუნთქვა მეკვრის, ჩამოვგლეჯავ ღილებს, ახლაც მახსოვს ის მღელვარე წამი, სკამს რომ შენზე ფიქრი გავუმხილე.
კიდურებში ჩასდგომია სითხე, საზურგეც არ შერჩენია ბეჩავს, "გზა სად მიდის?" მდუმარე ჩრდილს ვკითხე, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა...
დანტე დარდიანი 09/07/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პატარა ბანალური ფრაზები არის,მაგრამ გულწრფელობის განცდა დაყვება კითხვისას და მომწონს. მარტო გულწრფელობა არა, სიმარტივე და ემოციური სიმშვიდე. რამდენიმე სარითმო წყვილი იყო შესანიშნავი კიდევ. პატარა ბანალური ფრაზები არის,მაგრამ გულწრფელობის განცდა დაყვება კითხვისას და მომწონს. მარტო გულწრფელობა არა, სიმარტივე და ემოციური სიმშვიდე. რამდენიმე სარითმო წყვილი იყო შესანიშნავი კიდევ.
2. გაიხარეთ. მე იშვიათად ვასათაურებ ლექსებს. არ ვიცი უბრალოდ არ მოდის ფიქრში სათაური. მგონია ასე უფრო თავისუფალია მკითხველი და ლექსს თავისებურად დაინახავს, ავტორისგან განსხვავებულად... გაიხარეთ. მე იშვიათად ვასათაურებ ლექსებს. არ ვიცი უბრალოდ არ მოდის ფიქრში სათაური. მგონია ასე უფრო თავისუფალია მკითხველი და ლექსს თავისებურად დაინახავს, ავტორისგან განსხვავებულად...
1. მომეწონა, ლექსები გარითმული და სათაურიანი მიყვარს. ორჯრაა ნახსენები (ჩრდილი) ამიტომ ამ ლექსის სათაური შეიძლება იყოს ჩრდილი. მომეწონა, ლექსები გარითმული და სათაურიანი მიყვარს. ორჯრაა ნახსენები (ჩრდილი) ამიტომ ამ ლექსის სათაური შეიძლება იყოს ჩრდილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|