 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 ივლისი, 2020 |
დავიბადე 1987 წლის 11 ივლისს ქალაქ ფოთში, დავამთავრე თბილისის 166-ე საშუალო სკოლა (დიდუბის პანთეონთან), მშობლები: მამა-თამაზ რურუა, დედა-ირინა ძოწენიძე(1958-2012), 2004-ში ჩავაბარე და 2008 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, უნივერსიტეტი ,,მეტეხი“ ეკონომიკურის განხრით, საბანკო საქმე და ფინანსები.
ერთხელ, ერთმა ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ,,თეატრი უფრო გიყვარს თუ პოეზია?“ (13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი). ორივე ძალიან მიყვარს: თეატრიც და პოეზიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც თეატრს ვანიჭებ. სცენაზე დგომა, ცოცხლად თამაში და მაყურებლების ცოცხალი შეფასება მაინც სულ სხვაა!
რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა! :) :) :)
სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.
ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!
ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!
გაუმარჯოს ლადო ასათიანის საქართველოს! გაუმარჯოს იმ ქართველ ქალს, რომელიც ლადო ასათიანის ლექსს მღეროდა ფანდურზე - 1989 წლის 9 აპრილს!
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ბევრი რამ მაქვს საამაყო
ბევრი რამ მაქვს საამაყო, ჰოდა, კიდეც ვამაყობ... დიდგორით და ბასიანით როგორ არ ვიამაყო?!
გული სამას არაგველით, იმ ცხრა ძმითაც ამაყობს... რომ მოხვდება ცაში ღმერთთან, იქაც სურს იამაყოს!
კოლხთა შთამომავალი ვარ, მახსოვს, არ მავიწყდება, მე თუ მკითხავთ, საქართველო კოლხეთიდან იწყება.
ეს მედეას ქვეყანაა, - პირველ ქართველ ქალისა, მხარე ოქროს საწმისისა, ცოტნე დადიანისა.
რუსთაველის სამშობლოა, ვაჟას საფიცარია, ქალ-ვაჟები აქ ჩოხებით შემოსილნი არიან.
ვკოცნი მიწას ჭყონდიდელის, ქრისტეს რჯულით ვამაყობ... ალავერდით, სვეტიცხოვლით, როგორ არ ვიამაყო?!
გული გრემით, ნიკორწმინდით, გელათითაც ამაყობს... რომ მოხვდება ცაში ღმერთთან, იქაც მსურს იამაყოს!
მეტი რა ვთქვა... კოლხურ კოშკთან მესმის სისხლის ყივილი, ჩემად მიჩანს თანამოძმე აფხაზების ტკივილი.
მათ ყოველთვის ვაფასებდი, თქმა ლექსებით მჩვევია, ჩვენი არის აფხაზეთი, სამაჩაბლოც ჩვენია.
რასაც ვწერ და რასაც ვწერდი, არის მხოლოდ ქართული... აი, სწორედ ამიტომ ვარ მუდამ წელგამართული!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მოგესალმებით, მე თქვენ მიყვარხართ... მიყვარხართ გულწრფელად და უანგაროდ. ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, გულშემატკივრობას.
მახარებს თქვენი არსებობა, კორონავირუსი ჩვენს სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, რადგან სიყვარული ანტივირუსია! კორონავირუსზე მძლავრი ვირუსები დაგვიმარცხებია დედამიწელებს, კორონავირუსსაც დავამარცხებთ! ქალაქ თბილისის 166 - ე სკოლას ერთ - ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში. ვიყავი შესანიშნავი გოგო - ბიჭების კლასელი, მასწავლიდნენ შესანიშნავი პედაგოგები. დავდიოდით ექსკურსიებზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ექსკურსია ბოლნისსა და ტანძიაში 1999 წელს, ექსკურსია გოგლას პატარძეულში 2004 წელს და ჩემი კლასის ბანკეტი. იმ ბანკეტიდან განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა ხათუნა ნაჭყებიას მიერ ჩემთან ერთად შესრულებული ცეკვა ,,დაისი“.
166 - ე სკოლა ჩემთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩემი პარალელური კლასელი იყო ანა მამალაძე, რომელიც ფოთში ჩემი კლასელი გახლდათ. ანა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარულია, პირველი სიყვარული კი ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი შეყვარებულის სახელი და გვარი არასოდეს დამავიწყდება.
რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქს, თბილისმა სხვა მხრივაც მომცა განვითარების საშუალება. გარდა იმისა, რომ სკოლა დავამთავრე, სტუდენტობისას და სტუდენტობის შემდგომ წლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ (იგივე გეპეის თეატრის) მსახიობი ვიყავი, 13 დაუვიწყარი წელი გავატარე გეპეის თეატრში.
ოთარ რურუა მოგესალმებით, მე თქვენ მიყვარხართ... მიყვარხართ გულწრფელად და უანგაროდ. ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, გულშემატკივრობას.
მახარებს თქვენი არსებობა, კორონავირუსი ჩვენს სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, რადგან სიყვარული ანტივირუსია! კორონავირუსზე მძლავრი ვირუსები დაგვიმარცხებია დედამიწელებს, კორონავირუსსაც დავამარცხებთ! ქალაქ თბილისის 166 - ე სკოლას ერთ - ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში. ვიყავი შესანიშნავი გოგო - ბიჭების კლასელი, მასწავლიდნენ შესანიშნავი პედაგოგები. დავდიოდით ექსკურსიებზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ექსკურსია ბოლნისსა და ტანძიაში 1999 წელს, ექსკურსია გოგლას პატარძეულში 2004 წელს და ჩემი კლასის ბანკეტი. იმ ბანკეტიდან განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა ხათუნა ნაჭყებიას მიერ ჩემთან ერთად შესრულებული ცეკვა ,,დაისი“.
166 - ე სკოლა ჩემთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩემი პარალელური კლასელი იყო ანა მამალაძე, რომელიც ფოთში ჩემი კლასელი გახლდათ. ანა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარულია, პირველი სიყვარული კი ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი შეყვარებულის სახელი და გვარი არასოდეს დამავიწყდება.
რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქს, თბილისმა სხვა მხრივაც მომცა განვითარების საშუალება. გარდა იმისა, რომ სკოლა დავამთავრე, სტუდენტობისას და სტუდენტობის შემდგომ წლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ (იგივე გეპეის თეატრის) მსახიობი ვიყავი, 13 დაუვიწყარი წელი გავატარე გეპეის თეატრში.
ოთარ რურუა
3. გმადლობთ მეგობრებო... :) გმადლობთ მეგობრებო... :)
2. გილოცავ, ოთარ. :) შეეშვი თეატრს და პოეზიას, არაფერი ყრია მაქ :)))) სამართალმცოდნეობას და ეკონომიკას მიაწექი :) გილოცავ, ოთარ. :) შეეშვი თეატრს და პოეზიას, არაფერი ყრია მაქ :)))) სამართალმცოდნეობას და ეკონომიკას მიაწექი :)
1. ოთარ ბატონო! დაბადების დღეს გილოცავ! ძალიან კარგო ადამიანო! ვსვამ შენს სადღებრძელოს, გისურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს და გიგზავნი საუკეთესო სურვილებს! ოთარ ბატონო! დაბადების დღეს გილოცავ! ძალიან კარგო ადამიანო! ვსვამ შენს სადღებრძელოს, გისურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს და გიგზავნი საუკეთესო სურვილებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|