ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო გვაზავა
ჟანრი: პროზა
11 ივლისი, 2020


შემოდგომის საღამო

შემოდგომის გრილი  საღამო იყო..
-დედა მალე მოდი რაა !!! 
ხმაში თხოვნა და ბრძანება ერთად ჟღერდა .
- ვეცდები .. ვუპასუხე  და ჩემივე ხმა გავიგონე-  თანაგრძნობამ, როგორ ჩაყლაპა სიმკაცრის ჟღერადობა ..
კიბეებზე ჩამოსულმა გონება ხელ -ახლა მოვავლე რაიმე ,ხომ არ დამრჩა  მოუწესრიგებელი....
ააი გამახსენდა ჭიშკართან მისული  უკან დავბრუნდი , ნარჩენებით სავსე ცელოფნის პარკი კარებთან მიწოლილიყო.
შემოდგომას  შებინდებასთან  კრივი გაემართა.
  სწრაფი სვლით ავედი მახათას მთის აღმართზე. ვიგრძენი  წვიმით დანამული ღვთისმშობლის უზარმაზარი ტაძარი  მდუმარე დედასავით , როგორ ლოცულობდა მის  შვილებზე ...
საათს გავხედე მოვასწრებ ..გავიფიქრე და სწრაფი სვლით დავეშვი დაღმართზე ..
ხელისგულზე გადაშლილი თბილისი შეყვარებულ თვალებს  მიციმციმებდა ..
საპასუხოდ  მეც ღამის ფარები მივაშუქე..
  ჯერ ცაში ატყორცნილი მამად მლოცველი სამების გუმბათი გამოჩნდა ,  შემდეგ კი ნელ- ნელა  ჩემს წინ გულზვიადად და ამაყად გადაიშალა ..
სამების ზარების გუგუნმა  თბილისის ელვასავით  გადაუარა ..
ცივი წვიმა ჩუმად ნამავდა თბილისს..
შორიდანვე დავინახე გზაზე  პატარა ბავშვთან ერთად მდგარი გოგონა ..
- ამ სიცივეში !! ბავშვთან ერთად  !! გავიფიქრე და
ნელა მივუახლოვდი ... ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს მელოდა.
გულმა ვერ მომითმინა .. -დახმარება გინდათ ??
ვკითხე და ვიგრძენი , როგორ უსიტყვოდ მთხოვდა შველას ..
-არ მოგერიდოს მეს პატარა შვილების დედა ვარ - ვუთხარი და წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ადგილას..
- დიახ! თუ შეიძლება სასწრაფო აგვინებს ..
- სწრაფად  ჩავსვი მანქანაში დედა- შვილი
პატარა დედა იყო ... გამოუცდელი.
ისეთი სისწრაფით ვიარე !!!
- ახლაც არ ვიცი ბავშვი გოგო იყო თუ ბიჭი !!!
არ მახსოვს ...
ლექციაზე  ცოტა დაგვანებული მივედი ...
მეორე დღეს მანქანის უკანა სავარძელში ნუროფენის კოლოფი ვიპოვე ნახევარზე უფრო ცოტა დარჩენილიყო ..ალბათ დედას ექიმთან საჩვენებლად მიჰქონდა. რამდენი დარჩა დაულეველი მის ცელქ  შვილუკას..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები