ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2020


სხვა დატვირთვა აქვს შამქორში წოლას

„რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში“.

მუხრან მაჭავარიანი


მე ვეთანხმები მუხრანს სრულებით,
სხვა დატვირთვა აქვს შამქორში წოლას,
ღმერთმა აცხონოს მათი სულები,  —
ვინც მტლად დაედო შამქორის ბრძოლას.

მე ვეთანხმები მუხრანს სრულებით,
სხვა დატვირთვა აქვს შამქორში წოლას...
და მაქვს სურვილი: რას ვისურვებდი?
მწედ საშამქორე შვილების ყოლას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს