 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2020 |
ღამეს სიმშვიდე როდი შერჩა, არის უმსგავსოდ უხიაგი, იცინის კაცი-უჰიუგო, ჯოტოსთან, მერე ბოტიჩელთან. ლაყბობს პარიზზე და ვერონაზე, კაცი-უჰიუგოდ მოცინარი, ჭასთან გადახრილა ოწინარი, წყალს სვამს გადაღლილი ვერონეზე. უკვე შეღამებამ მოატანა, სუფრაც გაიშალა სატრაპეზო, სხედან მხატვარი და მატრაბაზი, ისმის მწუხრიპირის სულთა-თანა. ღვინოც შეისმება ბარძიმიდან, მთვრალზე მტერიც ხდება მოკავშირე, ვიტყვი-გაუმარჯოს ოჩამჩირეს, სოხუმს, ვიდრე იყო არძინბამდე, სოხუმს, როგორც არის შამბას მერე... მინდა გადაივსოს ერთი ღამით, გინდაც ღიმღამით ან უღიმღამოდ, მთელი სტადიონი-ბომბონერის, ყველა ლამაზმანით, ვისაც ვწერდი, ლექსებს, წერილებს და მონოლოგებს, ზოგთან მნე ვიყავი, კინოლოგიც, ზოგთან ჩადისა და კაპო-ვერდეს, ექსპედიტორი და ისტორიის მცოდნე, შემსწავლელი, პროფესორი, ვაგლახ, გადამეწვა პროცესორი, მორჩა ფლირტაობის მისტერია, უკვე შეღამებამ მოატანა, სუფრაც გაიშალა სატრაპეზო, სხედან მხატვარი და მატრაბაზი, ისმის მწუხრიპირის სულთა-თანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან , ძალიან მომეწონა!
მთვრალზე მტერიც ხდება მოკავშირე, ვიტყვი-გაუმარჯოს ოჩამჩირეს, ძალიან , ძალიან მომეწონა!
მთვრალზე მტერიც ხდება მოკავშირე, ვიტყვი-გაუმარჯოს ოჩამჩირეს,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|