ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2020


სიყვარული

როცა სიყვარული მშვენიერ შეგრძნებებს,
შენს გულში განაბნევს მძივებად
იმ დროს ყველაფერი გარშემოც,
ფერადი,ლამაზი იქნება.
პულსის აჩქარება,ლოყების სიწითლე
და მორცხვად დახრილი თვალები,
საკუთარ თავს უკვე ვეღარ ცნობ,
და მასაც თუ ეყვარები
მაშინ ამ ბედნიერებით
მაღლა მეცხრე ცას ასცდები,
თუ სულმა იგრძნო ის არის...
სულმა თუ იგრძნო-არ ცდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები