 | ავტორი: პრაისი ჟანრი: პოეზია 20 ივლისი, 2020 |
ღია სარკმელში თითქოს ჩემ სახეს დიდხანს ეტრფოდა გრილი ნიავი, ქუჩის სინათლეს შეფეთებული ბრძოლაში იყო ღამის წყვდიადი… უკუნს და ბნელეთს, ცას მოფარებულს, ოხვრით სერავდა გზად ლამპიონი, დაღლილ გონებას ეზმანებოდა შექსპირი, პო და გალაკტიონი.
არ საუცხოო ტალღებს და ვნებებს, ქმნიდა ეს ღამე სულის ფორიაქს, მაგრამ განცდებით დაღალულ წარბებს ეტყობოდათ, რომ კლავდნენ გოლიათს, უზღვრო სიჩუმეს არღვევდა წამი, დროის მტვირთავი, წელში გამტყდარი, თუმცა ისრების ქუხილი გრძნების ხლართულ ხმაურში იყო გამწყდარი!..
ფიქრში გამოწვრთნილს ცხადად მესმოდა, რა იყო უცხო და რა ჩვეული, შუშის თვალები, ზეცის შემყურე, ღმერთთ ბრძოლის ველად იყო ქცეული, სული, ნაცნობი დაღალულობით, ქვეყნიერების დარდით მოსილი, დღეს თუმც იმავე სიმძიმით, მაგრამ მხოლოდ ერთისთვის იყო მოცლილი!..
შეშლილი მზერა, ნაკვეთი შორით, იკარგებოდა, საზღვრებს სცდებოდა, ცნობიერება, სიზმრისეული, ფიქრით, ღვინით და მისით თვრებოდა, თეთრი ხელმწიფის შავი კოშკის კარს ვარსკვლავთა გუნდი ეკრა ათობით ბნელ ციხის მიღმა, მაღალ ზღუდიდან გამოსჭვიოდა წმინდა მნათობი!..
კოსმიურ კვამლში გამოხვეული, სახიერება ჩემში ნაკრძალის, ქიმებით ბნელში გადარწეულის, გრძელი ტალღების სულში გაპარვის მიპყრობდა შიში! მნათობი შორით რუხი ნისლების ბურუსს მახვევდა, მთვრალი გონება ციურის გარდა ყოველგვარ ფიქრებს თავზე მახევდა!
იგი, მბჟუტავი, თუმცა კაშკაშა, თეთრი სიკვდილის ბირთვზე ნათელი, მებრძოდა ისე, როგორც ებრძოდა ღია სარკმლის ქარს უხმოდ სანთელი, მათბობდა იქვე, სადაც ღამის სუსხს ემონებოდა სუსტი სხეული, კალმით დატანილ ყოველ სტრიქონზე თამამად ჟღერდა ჩემი რვეული!..
ეჰ, სარეცელო! მიქელ და ცელო, დღეს ვერ მომიკლავ ჟინს ამ ტრფობისას, სიზმრის იმედად ვერ მივეცემი ძილს, ამ ნატანჯი ზეიმობისას, ფიქრით დამწვარი, გარეთ ყინული ვეღარ გაგითბობ შენს სიპ ზედაპირს, აქაფებული ტალღით, ზვირთებით არ მოვასკდები უღმერთო ნაპირს!..
მნათობის ტრფობით კოსმოსს შევრწყმოდი მსურდა, ცის იქით გავდე ხიდები, ვგრძნობდი, ჩარჩოში გამოტეული, ფართოვდებოდნენ სარკმლის კიდენი, სივრცეს შერწყმული თუ მიმიღებდა მოკვდავს სამყარო, გალაქტიკები, არ მაშინებდა ქუჩის უფსკრული და პოეზიის სტალაგმიტები!..
ასე წარსულში ნაწერ სტროფებში ცამ განიძარცვა უკვე ნისლები, წყვდიადშთანთქმულს და შეფერადებულს დილას მე მედო მხოლოდ რძისფერი, მნათობი, დიდხანს გასტუმრებული, დავტოვე ისევ ისე მძინარე, ნაფიქრი გრძნობა, ნაგრძნობი ფიქრი თან გავატანე ღამის მდინარეს!
2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობ, ანანე, პირველი კომენტარია ჩემთვის აქ. შედარებით მცირე ასაკისას დაწერილია, თუმცა კრიტიკა და რეფლექსია, როგორ განვაგრძო, დამეხმარება! გმადლობ, ანანე, პირველი კომენტარია ჩემთვის აქ. შედარებით მცირე ასაკისას დაწერილია, თუმცა კრიტიკა და რეფლექსია, როგორ განვაგრძო, დამეხმარება!
1. გაოცმარცვლიანებული უფროა, ვიდრე ოციანი :) სუსტია ლექსიკურად და ტექნიკურადაც. მთავარი სათქმელიც ბუნდოვანია. გაოცმარცვლიანებული უფროა, ვიდრე ოციანი :) სუსტია ლექსიკურად და ტექნიკურადაც. მთავარი სათქმელიც ბუნდოვანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|